დიდი ტრანსფერის ისტორია
„მადრიდში, საპასუხო თამაშზე რომ ჩავედით, მატჩის წინ ჟორჟე მენდეშს შევხვდი. მორიგი, არაფრით გამორჩეული მისალმება მეგონა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ იმ წუთიერმა გასაუბრებამ უდიდესი შედეგი მოგვცა: მენდეშმა მითხრა, რომ კრიშტიანუს იუვეში თამაში სურდა“.
ეს სიტყვები იუვენტუსის სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ გაძეტა დელო სპორტთან საუბრისას განაცხადა. პარატიჩი და მენდეში გაზაფხულზე, ჩემპიონთა ლიგის მადრიდული მატჩის წინ შეხვდნენ, რომელიც იუვენტუსმა 3:1 მოიგო.
კრიშტიანუ რონალდუს აგენტის და იუვენტუსის მაღალჩინოსნის გზები მალე კიდევ ერთხელ გადაიკვეთა, ამჯერად ჟოაუ კანსელუს ტრანსფერის მოსაგვარებლად და იქ მენდეშმა კიდევ ერთხელ ახსენა რონალდუ.
პარატიჩი იხსენებს: „დამიჯერეთ, მითხრა მენდეშმა, რონალდუ მალე დატოვებს რეალს. მან უკვე ითამაშა ინგლისის საუკეთესო კლუბში და ახლა იტალიის უძლიერეს გუნდში ასპარეზობა უნდა. იფიქრეთ ამ საკითხზე, ყველაფერი იმაზე რეალურია, ვიდრე გგონიათ“.
ჟორჟე მენდეშთან საუბრის შემდეგ ფაბიო პარატიჩი ჯერ პაველ ნედვედს და ბეპე მაროტას შეხვდა, მათთან ერთად კი პრეზიდენტ ანდრეა ანიელისთან ერთად განიხილა ტრანსფერი.
რა შედეგით დასრულდა ყველაფერი, ცნობილია: პორტუგალიელმა უკვე 31ჯერ ითამაშა იუვენტუსის მაისურით და 20 გოლი შეაგდო. ის უკვე დაეუფლა ერთ ტიტულს – იტალიის სუპერთასს, 18 გოლით კი სერია ა-ს ბომბარდირთა ლიდერია.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 12 თებერვალი)