დინამო 0:1 დინამო (ზაგრები)

დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებას III საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა. საქართველოს უძლიერესი კლუბი ზაგრების დინამოსთან საპასუხო შეხვედრაშიც დამარცხდა – 0:1, ხოლო ორი მატჩის ჯამში 0:3 წააგო.

ხორვატმა ფეხბურთელებმა ერთადერთი გოლი მე-9 წუთზე საჯარიმო დარტყმით გაიტანეს. სტუმართა შეტევის მოგერიებისას რენე ფერეირა შეცდა, ხოლო იქვე მდგარმა ლაშა პარუნაშვილმა სახიფათო მომენტი წესის დარღვევით განმუხტა. მარკო როგის დარტყმული ბურთი უჩა ლობჟანიძეს მოხვდა, მიმართულება იცვალა და თბილისელთა კარში შევარდა.

დინამო თბილისი ამ წაგების შემდეგ ევროპალიგის ფლეი-ოფში გადაინაცვლებს. საქართველოს ჩემპიონის და თასის მფლობელის მეტოქე პარასკევს, წილისყრის შემდეგ გამოვლინდება.

2 აგვისტო, 2016. ჩემპიონთა ლიგა – III საკვალიფიკაციო ეტაპი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა. 20 000
დინამო (თბილისი) 0:1 დინამო (ზაგრები, ხორვატია)
გოლი: 0:1 მარკო როგი (9)
დინამო: ანტონი სკრიბე, უჩა ლობჟანიძე, ალექსანდრე ამისულაშვილი (კაპ), რენე სანტოსი, მატია შპიჩიჩი (ოთარ კიტეიშვილი 46), ვახტანგ ჭანტურიშვილი, ლაშა პარუნაშვილი, ჯაბა ჯიღაური, ლადო დვალიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი (მიკელ ალვარო 72), მატიას კურიე (ნიკოლოზ გელაშვილი 46)
მწვრთნელი: იურაი იარაბეკი (სლოვაკეთი)
დინამო (ზაგრები): ედუარდო, ლეონარდო სიგალი, ფილიპ ბენკოვიჩი, გორდონ შილდენფელდი, ჟონასი (ანტე ჩორიჩი 77), პეტარ სტოიანოვიჩი, დომაგოი ანტოლიჩი (კაპ), მარკო როგი, ბორნა სოსა (მაცელი 52), ჟუნიორ ფერნანდესი (პავიჩიჩი 71), ელ არაბი ჰილალ სუდანი
მწვრთნელი: ზლატკო კრანჩარი
გაფრთხილება: ლაშა პარუნაშვილი, ბორნა სოსა, ჟონასი, რენე სანტოსი, ელ არაბი ჰილალ სუდანი, მატია შპიჩიჩი, ვახტანგ ჭანტურიშვილი, ფილიპ ბენკოვიჩი, ლადო დვალიშვილი
მსაჯები: მიროსლავ ზელინკა; ონდრეი პელიკანი, იან პატაკი (პოლონეთი)


ლაშა გოდუაძე (
www.msy.gov.ge; 2016 წლის 2 აგვისტო)
ფოტო: დინამო თბილისი

ka_GEGeorgian