ესპანეთი ისევ ლუის ენრიკეს ანდეს
ესპანური პრესის ცნობით, ნაკრებს ლუის ენრიკე ჩაიბარებს. მარკა იტყობინება, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლუის რუბიალესი ამ ინფორმაციას საგანგებო პრესკონფერენციაზე დაადასტურებს.
ბარსელონის და რეალის ყოფილმა ვარსკვლავმა ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დასრულებისთანავე ჩაიბარა – ფერნანდო იერო შეცვალა. ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით ესპანელებმა 7 მატჩიდან 5 მოიგეს, თუმცა ქალიშვილის მძიმე დაავადების გამო, მწვრთნელმა წლის დასაწყისში დატოვა გუნდი. სამწუხაროდ, მისი შვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ევრო 2020-ის ფინალური ეტაპის საგზური ესპანელებმა რობერტ მორენოს ხელმძღვანელობით მოიგეს. ის ფედერაციის გადაწყვეტილებას უკმაყოფილებით შეხვდა და განაცხადა, რომ მეტ პატივისცემას იმსახურებდა.
ესპანეთის ნაკრებამდე ლუის ენრიკე ბარსელონას წვრთნიდა, სადაც 3 სეზონში 9 ტიტული მოიგო, მათ შორის 2015 წელს ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და ფიფას საკლუბო ჩემპიონატი.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 19 ნოემბერი)