ევროპის I თამაშები: მინისტრი ოლიმპიურ სოფელს ესტუმრა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ათლეტთა სოფელში საქართველოს გუნდი მოინახულა. მას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა უმასპინძლა.

„დღეს ისტორიული თამაშები დაიწყო და ამ წუთებში, როცა ჩვენი გუნდის წევრები ასპარეზობენ, თქვენი გამხნევება მსურდა. დარწმუნებული ვარ, როცა სპორტულ არენებზე თქვენი გასვლის დრო დადგება, წარმატებით გამოხვალთ. ვიცი, რომ ქართულ სპორტში ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, თუმცა გამოწვევების არ გვეშინია – ჩვენ გვიყვარს ქართული სპორტი და ჩემ გუნდთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ, რათა მაქსიმალურ შედეგებს მივაღწიოთ“, – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

არაფორმალური შეხვედრისას ტყვიის მსროლელებმა, მშვილდოსნებმა და ბატუტზე მხტომელებმა სპორტის ამ სახეობების შემდგომ განვითარებაზე, ინფრასტრუქტურასა და ზოგად პრობლემებზე ისაუბრეს.

ლაშა გოდუაძე ბაქოდან (www.msy.gov.ge; 2015 წლის 13 ივნისი)
ფოტო: ლაშა გოდუაძე

ka_GEGeorgian