ევროპის I თამაშები: საქართველო ბაქოსთვის მზადაა!

12-დან 28 ივნისის ჩათვლით აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ევროპის I თამაშები გაიმართება. ბებერი კონტინენტის პირველ თამაშებში 20 სახეობის 253 დისციპლინაში 50 ქვეყნის 6 ათასზე მეტი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას!

ისტორიული ასპარეზობის მონაწილეთა შორისაა საქართველოც: ჩვენი გუნდის პირველი ნაწილი ბაქოში 11-12 ივნისს გაემგზავრება, დანარჩენი კი შეჯიბრის თარიღის მიხედვით. საერთო ჯამში აზერბაიჯანის დედაქალაქში 105 ქართველი ათლეტი სპორტის 17 სახეობაში იასპარეზებს.

ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სადღეისო ინფორმაციით, გუნდი შემდეგი სპორტსმენებითაა დაკომპლექტებული:
ბატუტზე ხტომა: თენგიზ კოშკაძე, თამარ კაკაშვილი
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: გიზო ლომიძე, საჩინო დავითაია, მინდია წულუკიძე, ზურაბ დათუნაშვილი, ლაშა გობაძე, მათე სოფაძე, მიხეილ ქაჯაია, იაკობ ქაჯაია
ველოსპორტი: გიორგი ნარეკლიშვილი, დიმიტრი ხოსიაური, ბესიკ გავაშელი
თავისუფალი ჭიდაობა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ბექა ლომთაძე, ავთანდილ კენჭაძე, დავით ტლაშაძე, ჯუმბერ ყველაშვილი, სანდრო ამინაშვილი, ელიზბარ ოდიკაძე, გენო პეტრიაშვილი
კაიაკი და კანოე: ბადრი ყაველაშვილი, ზაზა ნადირაძე, ვლადა კოსიცკა
კარატე: ირაკლი ტყებუჩავა
კრივი: სევერიანე ჭილაძე, გიორგი გოგატიშვილი, ირაკლი მელიქიშვილი, ოთარ ერანოსიანი, გელა აბაშიძე, ბადრი ხარძიანი, ნიკოლოზ სეხნიაშვილი, ლევან გულედანი, მიხეილ ბახტიძე
მშვილდოსნობა: ხათუნა ნარიმანიძე, იულია ლობჟანიძე, ქრისტინე ესებუა, ლაშა ფხაკაძე
მძლეოსნობა: ბაჩანა ხორავა, იოსებ მარუქაშვილი, ნიკა კარტავცევი, თენგიზ ღვინჯილია, გიგლა ზილბერშტეინი, ჯეირან ხოფერია, დავით ხარაზიშვილი, თემურ ცირამუა, დენის ჟვანია, ზურაბ გოგოჭური, გიორგი გურეშიძე, გოგა ჭიხვარია, ილია მარტყოფლიშვილი, როსტომ ჭინჭარაული, ლაშა თორღვაიძე, ჯიმშერ მურადოვი, ენდრიკ ზილბერშტეინი, გიორგი აზარაშვილი, ლუდვიკ ზილბერშტეინი, სოსო გოგოძე, მარიამ ჩაკებერია, თეო მაჭარაშვილი, მარიამ ბედუკაძე, მარი მარტინენკო, თინათინ პაპუაშვილი, გიული დეკენაძე, მარი ჭეიძე, მაიკო გოგოლაძე, ვალენტინა ლიაშენკო, დიანა ზოლოტუხინა, ირინა მიკიტიუკი, სოფო შათირიშვილი, ლალი კალაძე, ნინო წიქვაძე, სოფო ჩალაშვილი, ალექსანდრა მშვიდობაძე, ნანი ცერცვაძე
მხატვრული ტანვარჯიში: სალომე ფაჟავა
სამბო: ვახტანგ ჩიდრაშვილი, კახა მამულაშვილი, დავით კარბელაშვილი, ნოდარ მეტრეველი, შორენა შარაძე, თეა სუხიტაშვილი
სპორტული ტანვარჯიში: პაატა ნოზაძე, ნატო ძიძიგური
ტყვიის სროლა: ნინო სალუქვაძე, ლიზი კილაძე, ცოტნე მაჭავარიანი
ფარიკაობა: თეონა გოგლიძე, თეოდორა კახიანი
ცურვა: აკაკი ვაშაკიძე, გიორგი ბიგანიშვილი, ჯუდერ ბიჭიკაშვილი
ძიუდო: ამირან პაპინაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი, ბექა ღვინიაშვილი, ვალერი ლიპარტელიანი, ლევან მატიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი
წყალში ხტომა: თამარ სიჭინავა

ევროპის I თამაშების პროგრამაში შესული 20 სახეობიდან 18 ოლიმპიურია, თუმცა ორში, კალათბურთსა და ფეხბურთში მედლები არაოლიმპიურ დისციპლინებში გათამაშდება: კალათბურთელები 3X3-ზე შეეჯიბრებიან ერთმანეთს, ფეხბურთელები კი პლაჟზე. რაც შეეხება არაოლიმპიურ სახეობებს, ესენია სამბო და კარატე.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბაქოში სპორტის 12 სახეობაში გათამაშდება რიო დე ჟანეიროს საგაისო ოლიმპიადის ლიცენზიები. ესენია: მშვილდოსნობა, მძლეოსნობა, კრივი, ველოსპორტი, ძიუდო, ტყვიის სროლა, ცურვა, მაგიდის ჩოგბურთი, ტაეკვონდო, ტრიატლონი, ფრენბურთი და ჭიდაობა.

ხაზგასასმელია ისიც, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, შოტლანდიაში დაგეგმილი ევროპის წლევანდელი ჩემპიონატი ევროპის I თამაშებმა ჩაანაცვლა. იგივე გადაწყვეტილება მიიღო გაერთიანებულმა მსოფლიო ჭიდაობამ – ევროპირველობის ადგილი საერთაშორისო კალენდარში ბაქო 2015-მა დაიკავა.

რაც შეეხება საპრიზო თანხას ქართველი სპორტსმენებისთვის, ცნობილია, რომ ბაქო 2015-ის ჩემპიონი 68 ათას ლარს მიიღებს, ვიცე-ჩემპიონი – 51 ათასით დაჯილდოვდება, ბრინჯაოსმედალოსანს კი 34 ათასი გადაეცემა. ასევე გათვალისწინებულია პრემიები მწვრთნელებისთვის.

ორშაბათს, 8 ივნისს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ჩვენი გუნდის საზეიმო გაცილება და ფიცის დადების ცერემონია გაიმართება.

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 6 მაისი)

ka_GEGeorgian