ევროპის III თამაშები კრაკოვში!
2023 წლის III ევროპული თამაშების მასპინძლობის მსურველთა განაცხადების მიღება 31 მაისს დასრულდა. ევროპის ოლიმპიური კომიტეტების – EOC – ცნობით, ერთადერთი განაცხადია მიღებული პოლონეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიდან.
ევროპის III თამაშების საკუთარ კედლებში ხილვა სურს ქვეყნის ერთ-ერთ უძველეს ქალაქ კრაკოვს, რომელმაც განაცხადი მალოპოლსკის სავოევოდოსთან ერთად მოამზადა.
2023 წლის ევროპული თამაშების მასპინძლის ვინაობა ოფიციალურად ცნობილი გახდება მინსკის 22 ივნისის ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალურ ასამბლეაზე.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 8 ივნისი)