ევროპის სუპერთასის ისტორია: ყველა გამარჯვებული

ბაიერნის და სევილიის დღევანდელ პაექრობას უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი, ფერენც პუშკაშის სახელობის არენა მიიღებს.
ფინალი თავდაპირველად პორტუში, დრაგაუზე უნდა გამართულიყო, მაგრამ კოვიდ 19ის გამო უეფამ გეგმა შეცვალა.

სუპერთასი უეფას ერთ-ერთი ოფიციალური საკლუბო ჯილდოა, რომელიც ჩემპიონთა და ევროპალიგის გამარჯვებულებს შორის თამაშდება.

2000 წლიდან, თასების მფლობელთა თასის გათამაშების გაუქმების შემდეგ, ამ ტურნირის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის და ევროპალიგის ტრიუმფატორთა დაპირისპირებით ვლინდება.

1998 წლიდან უეფას სუპერთასის მფლობელი ერთ მატჩში ირკვევა, მანამდე კი გუნდები მიმოსვლით, ერთმანეთის მოედნებზე თამაშობდნენ.

1998-2012 წლებში ევროპის სუპერთასი მონაკოში, ლუი IIის სახელობის სტადიონზე ვლინდებოდა, მაგრამ უეფას ექს-პრეზიდენტის მიშელ პლატინის ინიციატივით, 2013 წლიდან ფინალს ევროპის სხვადასხვა სტადიონები მასპინძლობენ.

გემახსოვრებათ: საუკეთესო ფინალად მიჩნეულ ბარსელონის და სევილიის უხვგოლიან დაპირისპირებას – 5:4 – 2015 წლის 11 აგვისტოს თბილისმა, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულმა სტადიონმა უმასპინძლა.

ევროპის სუპერთასი 5ჯერ მოუგიათ მილანს და ბარსელონას და ეს რეკორდია.

რაც შეეხებათ დღევანდელ ფინალისტებს, ბაიერნმა 4 ფინალიდან 1 მოიგო, სევილიამ კი პირველივე ცდაზე გაიხარა, 2006 წელს, მაგრამ შემდეგ ზედიზედ 4ჯერ დამარცხდა.

ბოლო კი გეტყვით, რომ 2021 წელს ევროპის სუპერთასს ბელფასტის უინძორ პარკი მიიღებს, 2022 წელს ჰელსინკის ოლიმპიური სტადიონი, 2023 წელს კი ყაზანის (რუსეთი) აკ ბარს არენა.

ყველა ფინალი:
2019: ლივერპული (ინგლისი) 2:2 ჩელსი (ლონდონი, ინგლისი)
2018: ატლეტიკო (მადრიდი, ესპანეთი) 4:2 რეალი (მადრიდი, ესპანეთი)
2017: რეალი (მადრიდი, ესპანეთი) 2:1 მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი)
2016: რეალი (მადრიდი, ესპანეთი) 3:2 სევილია (ესპანეთი)
2015: ბარსელონა (ესპანეთი) 5:4 სევილია (ესპანეთი)
2014: რეალი (მადრიდი, ესპანეთი) 2:0 სევილია (ესპანეთი)
2013: ბაიერნი (მიუნხენი, გერმანია) 2:2 (პენ 5:4) ჩელსი (ლონდონი, ინგლისი)
2012: ატლეტიკო (მადრიდი, ესპანეთი) 4:1 ჩელსი (ლონდონი, ინგლისი)
2011: ბარსელონა (ესპანეთი) 2:0 პორტუ (პორტუგალია)
2010: ატლეტიკო (მადრიდი, ესპანეთი) 2:0 ინტერი (მილანი, იტალია)
2009: ბარსელონა (ესპანეთი) 1:0 შახტარი (დონეცკი, უკრაინა)
2008: ზენიტი (სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი) 2:1 მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი)
2007: მილანი (იტალია) 3:1 სევილია (ესპანეთი)
2006: სევილია (ესპანეთი) 3:0 ბარსელონა (ესპანეთი)
2005: ლივერპული (ინგლისი) 3:1 ცსკა (მოსკოვი, რუსეთი)
2004: ვალენსია (ესპანეთი) 2:1 პორტუ (პორტუგალია)
2003: მილანი (იტალია) 1:0 პორტუ (პორტუგალია)
2002: რეალი (მადრიდი, ესპანეთი) 3:1 ფეიენოორდი (როტერდამი, ნიდერლანდები)
2001: ლივერპული (ინგლისი) 3:2 ბაიერნი (მიუნხენი, გერმანია)
2000: გალათასარაი (სტამბოლი, თურქეთი) 2:1 რეალი (მადრიდი, ესპანეთი)
1999: ლაციო (რომი, იტალია) 1:0 მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი)
1998: ჩელსი (ლონდონი, ინგლისი) 1:0 რეალი (მადრიდი, ესპანეთი)

მიმოსვლით
1997: ბარსელონა (ესპანეთი) – ბორუსია (დორტმუნდი, გერმანია) 2:0, 1:1
1996: იუვენტუსი (ტურინი, იტალია) – პარი სენ-ჟერმენი (საფრანგეთი) 6:1, 3:1
1995: აიაქსი (ამსტერდამი, ნიდერლანდები) – სარაგოსა (ესპანეთი) 1:1, 4:0
1994: მილანი (იტალია) – არსენალი (ლონდონი, ინგლისი) 0:0, 2:0
1993: პარმა (იტალია) – მილანი (იტალია) 0:1, 2:0
1992: ბარსელონა (ესპანეთი) – ვერდერი (ბრემენი, გერმანია) 1:1, 2:1
1991: მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი) – ცრვენა ზვეზდა (ბელგრადი, იუგოსლავია) 1:0
1990: მილანი (იტალია) – სამპდორია (გენუა, იტალია) 1:1, 2:0
1989: მილანი (იტალია) – ბარსელონა (ესპანეთი) 1:1, 1:0
1988: მეხელენი (ბელგია) – პსვ ეინდჰოვენი (ნიდერლანდები) 3:0, 0:1
1987: პორტუ (პორტუგალია) – აიაქსი (ამსტერდამი, ნიდერლანდები) 1:0, 1:0
1986: სტიაუა (ბუქარესტი, რუმინეთი) – დინამო (კიევი, სსრკ) 1:0
1985: არ გათამაშდა
1984: იუვენტუსი (იტალია) – ლივერპული (ინგლისი) 2:0
1983: აბერდინი (შოტლანდია) – ჰამბურგი (გფრ) 0:0, 2:0
1982: ასტონ ვილა (ბირმინგემი, ინგლისი) – ბარსელონა (ესპანეთი) 0:1, 3:0
1981: არ გათამაშდა
1980: ვალენსია (ესპანეთი) – ნოტინგემ ფორესტი (ინგლისი) 1:2, 1:0
1979: ნოტინგემ ფორესტი (ინგლისი) – ბარსელონა (ესპანეთი) 1:0, 1:1
1978: ანდერლეხტი (ბრიუსელი, ბელგია) – ლივერპული (ინგლისი) 3:1, 1:2
1977: ლივერპული (ინგლისი) – ჰამბურგი (გფრ) 1:1, 6:0
1976: ანდერლეხტი (ბრიუსელი, ბელგია) – ბაიერნი, მიუნხენი (გფრ) 1:2, 4:1
1975: დინამო (კიევი, სსრკ) – ბაიერნი (მიუნხენი, გფრ) 1:0, 2:0
1974: არ გათამაშდა
1973: აიაქსი (ამსტერდამი, ნიდერლანდები) – მილანი (იტალია) 0:1, 6:0

წინამორბედი – დე ტელეგრაფის თასი
1972: აიაქსი (ამსტერდამი, ნიდერლანდები) – გლაზგო რეინჯერსი (შოტლანდია) 3:1, 3:2

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 24 სექტემბერი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian