ფიგუ: კობი სამაგალითო იყო

კალიფორნიაში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი მსოფლიო დაამწუხრა. ლოს ანჯელესთან ახლოს, ქალაქ კალაბასასში, ვერტფმრენის ვარდნის შემდეგ ლეგენდარული კალათბურთელი, 41 წლის კობი ბრაიანტი 13 წლის ქალიშვილ ჯანა მარია ონორესთან ერთად დაიღუპა.

საშინელებაა! ასეთ დასასრულს ვერასდროს წარმოვიდგენდი! შენ სამაგალითო ადამიანი იყავი და ასეთად დარჩები ყოველთვის. ნათელში განისვენე, მეგობარო, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა დიდებული პორტუგალიელი ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ ბრაიანტის ტრაგედიას.

ლოს ანჯელესის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ბრაიანტის კუთვნილ ვერტმფრენს ძრავა გაუფუჭდა და ამიტომ ჩამოვარდა. კალათბურთელის და მისი ქალიშვილის გარდა ბორტზე კიდევ 7 მგზავრი იმყოფებოდა.

NBA-ის ყველა თამაში, რომელიც წუხელ გაიმართა, კობის პატივისცემის ნიშნად წუთიერი დუმილით დაიწყო.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2020 წლის 27 იანვარი)

ka_GEGeorgian