ფოტოისტორია: სლავას გოლი

ნეტში ხეტიალის დროს ბევრ საინტერესო რამეს ვპოულობ და ეს მართლა სუპერფოტოც ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე:
1960 წლის 11 ივლისია, პარიზის პარკ დე პრინსესი, ევროპის პირველი ჩემპიონატის ფინალისაბჭოთა კავშირიიუგოსლავიის მატჩის 49 წუთი.

ამ ფოტოს გადაღებიდან ზუსტად წამში სლავა მეტრეველმა ანგარიში გაათანაბრა! ზუსტად ასე გავიდა ევროფინალებში ერთადერთი ქართული გოლი.

იმ დღეს სსრკ ნაკრებმა მოიგო – 2:1. მეორე ბურთი ვიქტორ პონედელნიკმა მიხეილ მესხის პასით შეაგდო.

სლავასთან და მიშასთან ერთად 1960 წლის 11 ივლისს ევროპის ჩემპიონობა კიდევ ერთმა ჩვენიანმა იზეიმა – გივი ჩოხელმა.

მეტრეველი ევრო 60ის სიმბოლურ ნაკრებშიც დაასახელეს. ასეთი პატივი კი სულ სამ ქართველს ერგო: 60ში სლავას, ხოლო 1972 წელს მურთაზ ხურცილავას და რევაზ ძოძუაშვილს.

ზუსტად 10 დღეში ევროპის XVI ჩემპიონატი დაიწყება. და სხვათა შორის ფინალი წელსაც 11 ივლისსაა – ლონდონში, უემბლიზე…

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 1 ივნისი)

ka_GEGeorgian