ფსკერზე – დინამო 0:2 ტირანა
გუშინ დინამო 0:2 დამარცხდა ალბანეთის ჩემპიონთან და ევროსეზონი დაასრულა.
სამარცხვინო შედეგი და სამარცხვინო თამაში.
დილით ვფიქრობდი წუხანდელზე და რატომღაც მგონია, რომ ეს დინამო ბედკრული საქართველოს მცირე მოდელია:
ხშირ შემთხვევაში დინამოს წვრთნიან ისინი, ვისაც სათანადოდ ან საერთოდ არ ესმის საკითხი (შედეგები მაძლევს ამის თქმის უფლებას);
ძირითად შემადგენლობაში საეჭვო კვალიფიკაციის ფეხბურთელები ჩნდებიან და მერე ისე ქრებიან რომ ვერც იხსენებ;
იგივე ითქმის „ლეგიონერებზე“, რომლებსაც ჩამომყვანი „აგენტები“, „სელექციონერები“, კლუბის დირექტორები და მწვრთნელები იმაზე მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე იმსახურებენ;
თვითონ დინამოს პატრონი ყოველი ევროსეზონის წინ ლამის ნატოში შესვლას გვპირდება და რეალურად არაფერს აკეთებს: არანაირი განვითარების გეგმა ან წლებზე გათვლილი პროექტი – მხოლოდ საშოვარი და შოვნა…
მოშლილი ურთიერთობები რგოლებს შორის მოედანზეც და საკლუბო სტრუქტურაში.
სირცხვილია რაც დინამოში ხდება.
ფსკერი სხვა არაფერია.
ლაშა გოდუაძე (2020 წლის 20 აგვისტო)
ფოტო: დინამო თბილისი