გერმანია 2006: ოქროს ბუფონი

იტალიის ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ დასახელდა. გერმანია 2006ის საორგანიზაციო კომიტეტმა მას ლევ იაშინის სახელობის ჯილდო მიანიჭა.

მსოფლიო ჩემპიონატზე ბუფონმა ყველა, შვიდივე შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა და მხოლოდ 2 გოლი გაუშვა: ჯგუფურ ტურნირში, ამერიკასთან მატჩში თანაგუნდელი კრისტიან ძაკარდოსგან და ფინალის მე7 წუთზე 11მეტრიანი ზინედინ ზიდანისგან.

ცნობისათვის: ბუფონს ბოლო 2 მსოფლიო ჩემპიონატზე 11 შეხვედრაში წუთიც არ გამოუტოვებია, მის კარში კი მხოლოდ 6 გოლი გავიდა.

ეს ოქროს ხელთათმანები ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მოგებული ფინალის შემდეგ. დიდი მადლობა ყველას, ვინც თამაში დამიფასა!“ – განაცხადა იტალიელთა მეკარემ.

ლევ იაშინის სახელობის ჯილდო უდიდესი საფეხბურთო ტურნირის საუკეთესო მეკარისათვის ფიფამ 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ დააწესა.

12 წლის წინ ოქროს ხელთათმანს ბელგიელი მიშელ პრიუდომი დაეუფლა, 1998 წელს მსოფლიოს ჩემპიონი ფაბიენ ბარტეზი (საფრანგეთი), ხოლო 2002 წელს ფინალში დამარცხებული ოლივერ კანი (გერმანია). ეს უკანასკნელი იმ მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.

ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2006 წლის 10 ივლისი)

ka_GEGeorgian