ჯანლუიჯი ბუფონი წლის მეკარეა

ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) მსოფლიოს 2007 წლის საუკეთესო მეკარე დაასახელა: ტურინის იუვენტუსის და იტალიის ნაკრების კარის დარაჯმა ჯანლუიჯი ბუფონმა შარშან მოპოვებული ტიტული შეინარჩუნა!

ბუფონმა ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის ჯილდო მეოთხედ მოიგო, ეს კი ამ პრიზის 21წლიან ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.

ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია მსოფლიოს საუკეთესო მეკარეს 1987 წლიდან ასახელებს.

იტალიის ნაკრების მეკარემ 209 ქულა დააგროვა და საგრძნობი უპირატესობით აჯობა ლონდონის ჩელსის და ჩეხეთის ნაკრების მეკარე პეტრ ჩეხს, რომელმაც 172 ქულას მოუყარა თავი. მადრიდის რეალის და ესპანეთის ნაკრების მეკარე იკერ კასილიასი 124 ქულით მესამეა.

წლის მეკარე (IFFHS)
2007 ჯანლუიჯი ბუფონი (ტურინის იუვენტუსი, იტალია; იტალია)
2006 ჯანლუიჯი ბუფონი (ტურინის იუვენტუსი, იტალია; იტალია)
2005 პეტრ ჩეხი (ლონდონის ჩელსი, ინგლისი; ჩეხეთი)
2004 ჯანლუიჯი ბუფონი (ტურინის იუვენტუსი, იტალია; იტალია)
2003 ჯანლუიჯი ბუფონი (ტურინის იუვენტუსი, იტალია; იტალია)
2002 ოლივერ კანი (მიუნხენის ბაიერნი, გერმანია; გერმანია)
2001 ოლივერ კანი (მიუნხენის ბაიერნი, გერმანია; გერმანია)
2000 ფაბიენ ბარტეზი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი; საფრანგეთი)
1999 ოლივერ კანი (მიუნხენის ბაიერნი, გერმანია; გერმანია)
1998 ხოსე ლუის შილავერი (ველეს სარსფილდი, არგენტინა; პარაგვაი)
1997 ხოსე ლუის შილავერი (ველეს სარსფილდი, არგენტინა; პარაგვაი)
1996 ანდრეას კეპკე (ფრანკფურტის აინტრახტი, გერმანია; გერმანია)
1995 ხოსე ლუის შილავერი (ველეს სარსფილდი, არგენტინა; პარაგვაი)
1994 მიშელ პრუდომი (ლისაბონის ბენფიკა, პორტუგალია; ბელგია)
1993 პეტერ შმეიხელი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი; დანია)
1992 პეტერ შმეიხელი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი; დანია)
1991 ვალტერ ძენგა (მილანის ინტერი, იტალია; იტალია)
1990 ვალტერ ძენგა (მილანის ინტერი, იტალია; იტალია)
1989 ვალტერ ძენგა (მილანის ინტერი, იტალია; იტალია)
1988 რინატ დასაევი (მოსკოვის სპარტაკი, სსრკ; სსრკ)
1987 ჟან-მარი პფაფი (მიუნხენის ბაიერნი, გფრ; ბელგია)

ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2008 წლის 23 იანვარი)

ka_GEGeorgian