გოგა ბითაძე: ჰოქსი თუ სფერზი?

20 ივნისს NBA-ის დრაფტია: საუკეთესო საკალათბურთო ლიგის კლუბები რჩეულ ახალგაზრდებს გაინაწილებენ. მათ შორისაა ქართული კალათბურთის ამომავალი ვარსკვლავი გოგა ბითაძეც.

ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ESPN-მა ბითაძე მე-19 რჩეულად დაასახელა. თუ ასე მოხდა, ქართველი სან ანტონიო სფერზს შეუერთდება. ამის შესახებ კალათბურთელის ფეისბუქ-გვერდზეც დაიწერა.

19 წლის ბითაძისთვის 2019 წელი ძალიან წარმატებული გამოდგა: მონტენეგროს თასს დაეუფლა, ადრიატიკის ლიგის ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ დაასახელეს, მასვე გადაეცა ყველაზე იმედისმომცემი მოთამაშის ჯილდო და ამასთანავე, სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა, ხოლო ევროლიგაში „მომავლის“ პრიზით დაჯილდოვდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა Bleacher Report-მა ბოლო წინასადრაფტო მიმოხილვაში გოგა ბითაძე მე-8 ნომრად დააყენა და ქართველის მომავალ კლუბად ატლანტა ჰოქსი დაასახელა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 3 ივნისი)

ka_GEGeorgian