გოლდენ გორი მესამეა

ძიუდოს კლუბი გოლდენ გორი ევროპის ჩემპიონთა ლიგის ბრინჯაოს პრიზიორია. წლის მთავარი საკლუბო ტურნირი პორტუგალიის ქალაქ ოდიველაშში 16 ნოემბერს ჩატარდა.

1/4-ფინალში გოლდენ გორი შარშანდელ გამარჯვებულ ლისაბონის სპორტინგთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა – 2:3, დამამშვიდებელ წრეში კი საფრანგეთის ფლამ 91, შემდეგ კი ამავე ქვეყნის მეორე კლუბი ეტუალი ერთნაირი ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

გორელებმა ოდიველაშში ამ შემადგენლობით იასპარეზეს: ვაჟა მარგველაშვილი (66კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), ლუკა მაისურაძე (81კგ), ბექა ღვინიაშვილი (90) და გელა ზაალიშვილი (+90). მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების თავკაცი ნოდარ მეტრეველი გახლდათ.

გოლდენ გორი შარშან დაარსდა და პირველივე წელს ევროპის ლიგა მოიგო. ჩემპიონთა ლიგის საგზური გორელებმა სწორედ ამ ტრიუმფით მოიპოვეს.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 17 ნოემბერი)

ka_GEGeorgian