გოტფრიდი მსოფლიოს ჩემპიონია!

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა: გოგონათა შორის 90კგ წონით კატეგორიაში შეჯიბრი ანასტასია გოტფრიდმა მოიგო!

ანასტასიამ ორჭიდის ჯამში 265კგ დაძლია (ატაცი – 120კგ; აკვრა – 145კგ) და მთელი 10 კილოგრამით გაუსწრო II ადგილზე გასულ ჩილელ მარია ფერნანდა ვალდეს პარისს. დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელი კრისმიერი სანტანა პეგუერო 254კგ-თი III ადგილზე გავიდა.

გოტფრიდის ოქროს მედალი მეორეა გიორგი ასანიძის გაწვრთნილი ძალოსანთა ნაკრებისთვის: რამდენიმე დღის წინ ბრინჯაო მოიპოვა შოთა მიშველიძემ (62კგ).

6 დეკემბერს, გამთენიისას, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოგებას ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე (+105კგ) შეეცდება. ის ფიცარნაგზე თბილისის დროით 5:25 საათზე გავა.

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2017 წლის 5 დეკემბერი)

ka_GEGeorgian