ინგლისის უელსელი რჩეული

ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ლონდონის ტოტენჰემ ჰოთსფურის უელსელი გარემარბი გარეთ ბეილი დაასახელა, საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ კი ლონდონისავე არსენალის ნახევარმცველი ჯეკ უილშირი.
„ამ პრიზის მიღება ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, განსაკუთრებით კი ის მახარებს, რომ კოლეგებმა დამაფასეს“, – განაცხადა ბეილმა.

ის მე4 უელსელია იან რაშის, მარკ ჰიუზის და რაიან გიგზის შემდეგ, რომელმაც ამ გამოკითხვაში გაიმარჯვა.

ბეილმა ლონდონის არსენალის ფრანგ თავდამსხმელ სამირ ნასრის და მანჩესტერ სიტის არგენტინელ ბომბარდირს, კარლოს ტევესს აჯობა.

21 წლის ბეილმა დიდი წვლილი შეიტანა ტოტენჰემ ჰოთსფურის წლევანდელ წარმატებაში: ლონდონურმა კლუბმა მიმდინარე სეზონში პირველად უწია ჩემპიონთა ლიგის 1/4ფინალს, სადაც მადრიდის რეალთან დამარცხდა.

უელსელმა ჩემპიონთა ლიგის 11 მატჩში 4 გოლი გაიტანა, პრემიერლიგაში კი 26 შეხვედრაში 7ჯერ გამოიჩინა თავი. ის 2007 წლის ზაფხულიდან თამაშობს ტოტენჰემელთა რიგებში, მანამდე კი საუთჰემპტონის წევრი გახლდათ.

წლევანდელი სეზონი არანაკლებ წარმატებული გამოდგა ჯეკ უილშირისთვისაც: 19 წლის ნახევარმცველმა ინგლისის ნაკრებში 4 შეხვედრის ჩატარება მოასწრო, არსენალის მაისურით კი 41 ოფიციალურ მატჩში 2 გოლი გაიტანა.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზისთვის უილშირმა ბეილს რამდენიმე ხმით აჯობა. III ადგილზე მანჩესტერ იუნაიტედის მექსიკელი ახალწვეული ხავიერ ჩიჩარიტო ერნანდესი გავიდა.

პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ 2010-11 წლების პრემიერლიგის სიმბოლური ნაკრებიც დაასახელა:
მეკარე: ედვინ ვან დერ სარი (მანჩესტერ იუნაიტედი, ჰოლანდია)
მცველები: ბაკარი სანია (არსენალი, საფრანგეთი), ეშლი კოული (ჩელსი, ინგლისი), ნემანია ვიდიჩი (მანჩესტერ იუნაიტედი, სერბეთი), ვინსენ კომპანი (მანჩესტერ სიტი, ბელგია)
ნახევარმცველები: ნანი (მანჩესტერ იუნაიტედი, პორტუგალია), სამირ ნასრი (არსენალი, საფრანგეთი), ჯეკ უილშირი (არსენალი, ინგლისი), გარეთ ბეილი (ტოტენჰემ ჰოთსფური, უელსი)
თავდამსხმელები: კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი, არგენტინა), დიმიტარ ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი, ბულგარეთი)

ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელი (PFA)
2011 გარეთ ბეილი (ტოტენჰემ ჰოთსფური; უელსი)
2010 უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)
2009 რაიან გიგზი (მანჩესტერ იუნაიტედი; უელსი)
2008 კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერ იუნაიტედი; პორტუგალია)
2007 კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერ იუნაიტედი; პორტუგალია)
2006 სტივენ ჯერარდი (ლივერპული)
2005 ჯონ ტერი (ჩელსი)
2004 ტიერი ანრი (არსენალი; საფრანგეთი)
2003 ტიერი ანრი (არსენალი; საფრანგეთი)
2002 რუუდ ვან ნისტელროი (მანჩესტერ იუნაიტედი; ჰოლანდია)
2001 ტედი შერინგემი (მანჩესტერ იუნაიტედი)
2000 როი კინი (მანჩესტერ იუნაიტედი; ირლანდია)
1999 დავიდ ჟინოლა (ტოტენჰემ ჰოთსფური; საფრანგეთი)
1998 დენის ბერხკამპი (არსენალი; ჰოლანდია)
1997 ალან შირერი (ნიუკასლ იუნაიტედი)
1996 ლეს ფერდინანდი (ნიუკასლ იუნაიტედი)
1995 ალან შირერი (ბლექბერნ როვერსი)
1994 ერიკ კანტონა (მანჩესტერ იუნაიტედი; საფრანგეთი)
1993 პოლ მაკგრათი (ასტონ ვილა; ირლანდია)
1992 გარი პალისტერი (მანჩესტერ იუნაიტედი)
1991 მარკ ჰიუზი (მანჩესტერ იუნაიტედი; უელსი)
1990 დევიდ პლატი (ასტონ ვილა)
1989 მარკ ჰიუზი (მანჩესტერ იუნაიტედი; უელსი)
1988 ჯონ ბარნსი (ლივერპული)
1987 კლაივ ალენი (ტოტენჰემ ჰოთსფური)
1986 გარი ლინეკერი (ევერტონი)
1985 პიტერ რიდი (ევერტონი)
1984 იან რაში (ლივერპული; უელსი)
1983 კენი დალგლიში (ლივერპული; შოტლანდია)
1982 კევინ კიგანი (ნიუკასლ იუნაიტედი)
1981 ჯონი უორკი (იფსვიჩ თაუნი; შოტლანდია)
1980 ტერი მაკდერმოტი (ლივერპული)
1979 ლაიამ ბრეიდი (არსენალი; ირლანდია)
1978 პიტერ შილტონი (ნოტინგემ ფორესტი)
1977 ენდი გრეი (ასტონ ვილა; შოტლანდია)
1976 პატ ჯენინგსი (ტოტენჰემ ჰოთსფური; ჩრდილოეთ ირლანდია)
1975 კოლინ ტოდი (დერბი ქაუნთი)
1974 ნორმან ჰანტერი (ლიდს იუნაიტედი)

ინგლისის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელები (PFA)
2011 ჯეკ უილშირი (არსენალი)
2010 ჯეიმს მილნერი (ასტონ ვილა)
2009 ეშლი იანგი (ასტონ ვილა)
2008 სესკ ფაბრეგასი (არსენალი; ესპანეთი)
2007 კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერ იუნაიტედი; პორტუგალია)
2006 უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)
2006 უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)
2004 სკოტ პარკერი (ჩარლტონ ატლეტიკი / ჩელსი)
2003 ჯერმენ ჯენასი (ნიუკასლ იუნაიტედი)
2002 კრეიგ ბელამი (ნიუკასლ იუნაიტედი; უელსი)
2001 სტივენ ჯერარდი (ლივერპული)
2000 ჰარი კიუელი (ლიდს იუნაიტედი; ავსტრალია)
1999 ნიკოლა ანელკა (არსენალი; საფრანგეთი)
1998 მაიკლ ოუენი (ლივერპული)
1997 დევიდ ბექემი (მანჩესტერ იუნაიტედი)
1996 რობი ფაულერი (ლივერპული)
1995 რობი ფაულერი (ლივერპული)
1994 ენდი კოული (ნიუკასლ იუნაიტედი)
1993 რაიან გიგზი (მანჩესტერ იუნაიტედი; უელსი)
1992 რაიან გიგზი (მანჩესტერ იუნაიტედი; უელსი)
1991 ლი შარპი (მანჩესტერ იუნაიტედი)
1990 მეტ ლე ტისიე (საუთჰემპტონი)
1989 პოლ მერსონი (არსენალი)
1988 პოლ გესქოინი (ნიუკასლ იუნაიტედი)
1987 ტონი ადამსი (არსენალი)
1986 ტონი კოტი (ვესტ ჰემ იუნაიტედი)
1985 მარკ ჰიუზი (მანჩესტერ იუნაიტედი; უელსი)
1984 პოლ უოლში (ლუთონ თაუნი)
1983 იან რაში (ლივერპული; უელსი)
1982 სტივ მორანი (საუთჰემპტონი)
1981 გარი შოუ (ასტონ ვილა)
1980 გლენ ჰოდლი (ტოტენჰემ ჰოთსფური)
1979 სირილ რეჯისი (ვესტ ბრომვიჩ ალბიონი)
1978 ტონი ვუდკოკი (ნოტინგემ ფორესტი)
1977 ენდი გრეი (ასტონ ვილა; შოტლანდია)
1976 პიტერ ბარსნი (მანჩესტერ სიტი)
1975 მერვინ დეი (ვესტ ჰემ იუნაიტედი)
1974 კევინ ბიტი (იფსვიჩ თაუნი)

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2011 წლის 13 მაისი)

ka_GEGeorgian