ინტერვიუ: ლეო მესი

დღეს ლეო მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია: არსელონ არგენტინელი ლიდერი ყველა შეხვედრაში დიდებულად თამაშობს და კატალონიელებს წარმატებული ფინიშისკენ მიუძღვება.
აფეხბურთო ჟურნალში Champions – გამოქვეყნებულ ინტერვიუში სამხრეთამერიკელი ვარსკვლავი არაერთ საინტერესო საკითხზე საუბრობს.
* * *
ლეოს უყვარს რისკი, მისი შემხედვარე ესპანური ფეხბურთის ვარსკვლავები კი გაოცებას ვერ მალავენ:მიკვრის, როგორ ახერხებს სირბილის დროს ბურთის კონტროლს. დაუჯერებელია, სულ 5-6-ჯერ ეხება ბურთს, მაგრამ არ კარგავს. ეს შეუძლებელია“! ამბობს მადრიდის რეალის კაპიტანი რაული, რომლის გუნდს ლეომ კამპ ნოუზე ჩინებული გოლი გაუტანა – „ჯერ მხოლოდ 21 წლისაა და მიუხედავად ამისა, ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს ათწლეულებია მის თამაშს ვუცქერ მესის შემტევ ნახევარმცველს, მეორე ფორვარდს, გარემარბს, ტიპურ 10 ნომერს უწოდებენ, მაგრამ მიმაჩნია, რომ გამოკვეთილი ამპლუა არ აქვს: ის ყველა პოზიციაზე ჩინებულია და ალბათ, სწორედ ყველგან თამაშის უნარი გამოარჩევთ ვარსკვლავებს კარგი ფეხბურთელებისგან.
მიმდინარე სეზონში ის ბრწყინვალე ფორმაშია, განსაკუთრებით სახიფათო კი კარის წინ ხდება: მოხდენილი ცრუმოძრაობებით ამ სეზონში არაერთი სახელგანთქმული უკანახაზელი შეარცხვინა.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, დონეცკში, შახტარის წინააღმდეგ ლეო 87- წუთზე ჩაერთო თამაშშიბარსელონა ერთი ბურთით აგებდა. მაგრამ როცა მატჩი დასრულდა, ტაბლოზე არგენტინელის გვარი ორჯერ ეწერაბარსელონამ ის თამაში მისი დუბლით მოიგო. დაახლოებით იგივე მოხდა პრიმერადივიზიონში, სევილიასთან მატჩის დროს: უცბად იფეთქა, 2 გოლი გაიტანა და კატალონიელთა გამარჯვება განაპირობა.
ის ჩინებულია, მაგრამ ხშირად ზედმეტად გამომწვევად თამაშობს. ვშიშობ, რომ ჯალათი მცველები დასჯიან, ლეგენდარული იოჰან კრუიფი არგენტინელს შიგადაშიგ აკრიტიკებს, მაგრამ ლეოს ეს სულ არ ანაღვლებს. ის მხოლოდ მარადონას აღმერთებს, და თვლის, რომ თუ ვინმეა მისაბაძი, პირველ რიგში არგენტინის ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი.
როცა საუბრობს, გულღიაა და უშუალო, თუმცა იგრძნობა, რომ ელაპარაკები ფეხბურთელს, რომელმაც ზუსტად იცის რა სურს და ვისაც წარმატებები და სახელდიდება თავში არ ავარდნია.
ლეო მესის ძალიან სურს ეს სეზონი დიდი გამარჯვებებით დაასრულოს. მას რომ ტიტულები სწყურია, მგონი, ამ ინტერვიუდანაც იგრძნობა.

აშკარაა, რომ არსელონ თამაში თქვენ გარშემოა აგებული. სეზონი დასასრულს უახლოვდება: როგორ ფიქრობთ, შეძლებთ ჩემპიონთა ლიგაში პირველობას?
თუ გავითვალისწინებთ, რომ ბარსა ხოსეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით ჯერ ერთი სეზონიც არაა, რაც თამაშობს, მგონი, ნაადრევია იმის მტკიცება, რომ გუნდი ჩემ გარშემოა აწყობილი. ვფიქრობ, ახლაც იგივე როლს ვასრულებ, რაც ფრენკ რაიკაარდის დროს მქონდა… რაც შეეხება ლიგას, გამარჯვება ჩვენი მიზანია და მიხარია, რომ ჯერჯერობით მიზნისკენ მივიწევთ.

რამდენადაა დამოკიდებული ბარსელონა თქვენ შემოქმედებით თამაშზე?
ასე არ ვიტყოდი: კლუბის ერთ-ერთი წევრი ვარ და საერთოდ, მგონია, რომ თუ რომელიმე გუნდი ერთ მოთამაშეზეა მომართული, შორს ვერ წავა.

გულშემატკივრები პეპ გვარდიოლას აღმერთებენ, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ მისთვის ნაადრევი იყო ისეთი კლუბის სათავეში მისვლა, როგორიც ბარსელონაა?
მგონი, ეს კითხვა ჩემთვის არ უნდა დაგესვათ.
როგორ გითხრათ, ჩემი გადასაწყვეტი არაა, ვინ გახდება მთავარი მწვრთნელი, ისე კი, გეტყვით, რომ გვარდიოლამ სარეზერვო გუნდში დიდი მოცულობის სამუშაო ჩაატარა და ამის შემდეგ უცნაურად მეჩვენება, როცა გამოუცდელს უწოდებენ…

ამბობენ, რომ გვარდიოლა უფრო მკაცრია, ვიდრე რაიკაარდი. ასეა?
ყველა მწვრთნელს თავისებური მიდგომა აქვს და ასე რომ არ იყოს, გუნდები მათ ხშირად არ გამოიცვლიდნენ. არასწორია იმის თქმა, რომ რაიკაარდი ნაკლებად მომთხოვნი იყო: მის ხელში კლუბმა დიდ წარმატებებს მიაღწია და მწვრთნელი სათანადო დონეზე რომ არ მდგარიყო, ასეთი რამ არ მოხდებოდა.

ტრადიციული კითხვა: რა უფრო მნიშვნელოვანიაპრიმერადივიზიონი თუ ჩემპიონთა ლიგა?
ორივე! არჩევანს ნამდვილად ვერ გავაკეთებ. მაგრამ ხდება ხოლმე, თუ რომელიმე ტურნირში უკეთ ასპარეზობ, უპირატესობას მას ანიჭებ. საბედნიეროდ, დღეს ბარსელონა ჩემპიონატსაც ლიდერობს და ლიგაშიც დამაჯერებლად თამაშობს. აქედან დასკვნაც: ჩვენ ორივე თასის მოგება გვსურს!

თქვენი აზრით, რომელ კლუბს აქვს რომში ასპარეზობის ყველაზე კარგი შანსი?
ალბათ ინგლისის გუნდებს: მათ წლეულსაც დაამტკიცეს, რომ ძალიან ძლიერები არიან. ერთ გუნდს ვერ დავასახელებ.

ბარსელონა შესანიშნავად თამაშობს, მაგრამ სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ კლუბს აუცილებლად ექნება მცირე ჩავარდნა.
გულახდილად რომ გითხრათ, არ მაინტერესებს ვინ რას ვარაუდობს…
გარკვეული დროის შემდეგ დაღმასვლა, ცხადია დაიწყება, მაგრამ დარწმუნებული ვარ წლეულს ეს არ გვემუქრება.
ორწლიანი შესვენების შემდეგ ჩვენ კვლავ პირველობისთვის ვიბრძვით და მგონი, ძლიერ თამაშს კიდევ რამდენიმე სეზონი შევძლებთ.

გასულ სეზონში პრიმერადივიზიონში და ჩემპიონთა ლიგაში ბარსელონას ხელი მოეცარა. დაივიწყეთ ის წარუმატებლობები?
როგორც კი ის სეზონი დასრულდა, უკვე ახალზე დავიწყე ფიქრი. არ მივეკუთვნები იმ ადამიანებს, რომლებიც წარსულით ცხოვრობენ. ახლა ჩემთვის მთავარია, რომ ბარსელონა დიდი მიზნებისთვის იბრძვის.

ცხადია მადრიდის რეალის გასწრებაც გსურთ
და ეს ასეც იქნება, ამაში ეჭვი არ მეპარება. დღეს ბარსელონაში ძლიერი ფეხბურთელები თამაშობენ, რომლებსაც ლა ლიგაში პირველობა შეუძლიათ. იგივეს ვიტყოდი ჩემპიონთა ლიგაზეც.

თვლით თუ არა, რომ რონალდინიოს და დეკუს გაშვება სწორი გადაწყვეტილება იყო?
მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ორივე ბრწყინვალე ფეხბურთელია, მათ ძალიან ბევრი გააკეთეს და კლუბის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავიათ.

საინტერესოა, აისახა თუ არა რონალდინიოს წასვლა ბარსა თამაშზე?
არა, ამას ვერ ვიტყვი. ეჭვგარეშეა, რონი ძალიან დიდი ძალა იყო გუნდისთვის და მან 2005-06 წლებში მოპოვებულ გამარჯვებებში უდიდესი როლი ითამაშა, თუმცა მისი დრო გავიდა და მანაც წასვლა ამჯობინა.
ბარსელონა იმიტომაა დიდი კლუბი, რომ ერთ, თუნდაც განუმეორებელ მოთამაშეზე დამოკიდებული არასდროს ყოფილა.

ლეო მესის ძლიერ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში რონალდინიომ რა როლი ითამაშა?
უდიდესი! როცა კლუბში ახალი მოსული ვიყავი, ყველანაირად მეხმარებოდა და დღეს ბარსას საკუთარ სახლად რომ აღვიქვამ, ეს, გარკვეულწილად, რონალდინიოს დამსახურებაცაა.
სხვათა შორის, თანაგუნდელებთან დამეგობრებაში ბრაზილიელმა უდიდესი როლი ითამაშა. მის თანადგომას არასდროს დავივიწყებ, ის ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანი იყო, ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია. მასთან ერთად თამაშზე არაფერს ვამბობ: რონის მსგავსი პარტნიორი ყველასთვის სანატრელია!

საინტერესოა, თუ ეხმიანებით მას?
რა თქმა უნდა და თან, ხშირად. ჩვენ ვმეგობრობთ.

როცა ახალგაზრდა ფეხბურთელი მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო კლუბში თამაშობს, ძალიან წარმატებულია და ვისი სახელიც გულშემატკივრებს პირზე აკერიათ, ძნელია წონასწორობის შენრჩუნება. თქვენი შემხედვარე, ვერ იტყვი, რომ წარმატება თავში აგივარდათ. როგორ ახერხებთ ბალანსის დაცვას?
ოჯახის დახმარებით. მათი წყალობით, თავს მშვიდად ვგრძნობ, რაც გონივრული გადაწყვეტილებების მიღებას მიადვილებს. არ მაინტერესებს რას წერენ: ჩემთვის მთავარია დაკისრებული მოვალეობა ზედმიწევნით კარგად შევასრულო. ბედნიერი ვარ, რომ ჯერჯერობით ყველაფერი კარგად გამომდის.

ბარსელონ ერთერთი ლიდერი ხართ. ხომ არ გამძიმებთ ეს ტვირთი?
არა, არანაირად. მზად ვარ მწვრთნელის ყველა დავალება შევასრულო. საბედნიეროდ, შემიძლია ჩემპიონატსა და ლიგაში წარმატებულ თამაშში ჩემი წვლილი შევიტანო და ვიმედოვნებ, ამის საშუალება მომავალშიც მექნება.

როცა ერთ გუნდში ამდენი სახელგანთქმული ფეხბურთელია, ბუნებრივია ყველა ვერ მოხვდება ძირითად შემადგენლობაში. ამის გამო სიტუაცია არ იძაბება?
ჩვენი გასახდელი სხვა გუნდებისაგან არაფრით განსხვავდება: მეტწილად კარგი დღეები გაქვს, თუმცა ცუდიც გამოერევა ხოლმე.
რა თქმა უნდა, კონკურენციის დროს უკმაყოფილება არსებობს, მაგრამ გუნდის სიძლიერე იმითაც გამოიხატება, რომ დაძაბულობა გასახდელში განიმუხტოს და გარეთ არ გავიდეს.

სეზონის შუაში კლუბის პრეზიდენტს ძალიან აკრიტიკებდნენ
ეს ჩემი საქმე არაა: კლუბის ხელმძღვანელობა პრობლემებს ფეხბურთელების დახმარების გარეშე მოაგვარებს. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჟოან ლაპორტასგან კარგის მეტი არაფერი მახსოვს.

თქვენი გადაბირება ბევრ კლუბს სურს. თუ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი სხვა გუნდში?
ბარსელონა ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და როცა მიჭირდა, ეს გუნდი დამეხმარა: ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა და კლუბის დახმარებით ყველაფერი მოგვარდა. ბარსელონა ჩემი მეორე სახლია!

უკვე არაერთ დიდ გამარჯვებას მიაღწიეთ. კიდევ რა ტურნირების მოგება გსურთ?
ბარსელონასთან ერთად ყველა იმ თასის მოგება მინდა, რისთვისაც ახლა ვიბრძვით. ნაკრებს რაც შეეხება, მგონი, არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ძალიან გამახარებს: 2005 წელს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მოვიგეთ და ის ემოცია დღემდე მომყვება…

და ბოლოს, რას იტყოდით სპანიოლთან გატანილ გოლზე? ის ბურთი ბევრმა მარადონას მიერ 1986 წელს ინგლისელებთან გატანილ პირველ გოლს შეადარა
ხელით თამაშს გულისხმობთ? ყველაფერი უნებურად მოხდა: ბურთისთვის ვიბრძოდი და გოლიც გავიდა. ნამდვილად არ ვფიქრობდი, რომ დიეგოსთვის მიმებაძა, უბრალოდ, მეკარეს ავუხტი და… ჩანაწერში რომ ვნახე ის მომენტი, ყველაფერი ნათელი გახდა. სხვათა შორის, პირველად ოჯახის წევრებმა შეადარეს ის გოლი მარადონას „ღმერთის ხელს“.

თარგმნა ლაშა გოდუაძემ (ჟურნალი ათიანი; 2009)

ka_GEGeorgian