იტალია 3:0 თურქეთი

ძალიან სიმპათიური გუნდი ჰყავს რობერტო მანჩინის, ერთი სიამოვნება იყო ამათი ყურება.
რაც შეეხება ამ 3:0ის თანამდევ ამბებს:

1: იტალიამ მესამედ გახსნა ევროპირველობა.
1968ში საბჭოთა კავშირის ნაკრებთან – 0:0, 1988ში ტურნირის მასპინძელ ბუნდესგუნდთან – 1:1.
ამ თამაშში თავის პირველი სანაკრებო ბურთი გაიტანა რობერტო მანჩინიმ.

2: იტალიამ 39ედ ითამაშა ევროჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე და პირველად გაიტანა ერთ თამაშში 3 გოლი.

3: იტალიამ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე მეცხრედ ითამაშა სტადიო ოლიმპიკოზე და კვლავ დაუმარცხებელია – 7 მოგება, 2 ფრე.
ამასთანავე: ამ 9 თამაშში სკუადრა აძურამ მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, ისიც სულ პირველ შეხვედრაში.

4: იტალია მეთერთმეტედ დაუპირისპირდა თურქეთს და მერვედ გაიმარჯვა. სამი მატჩი ფრედ დასრულდა. ბურთები – 21:5.

5: 22 წლის და 106 დღის ჯანლუიჯი დონარუმა ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა, რომელიც მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრების კარში ჩადგა.

6: ჯორჯო კიელინიმ თავის მეოთხე ევროპაზე ითამაშა და ალესანდრო დელ პიეროს და ჯანლუიჯი ბუფონის იტალიური რეკორდი გაიმეორა.

7: იტალიამ მეექვსედ ითამაშა წელს და ყველა თამაში მოიგო, ექვსივე გოლის გაუშვებლად და მათ შორის ბოლო სამი –  დიდი ანგარიშით!
ჩრდილოეთ ირლანდია – 2:0, ბულგარეთი – 2:0, ლიეტუვა – 2:0, სან მარინო – 7:0, ჩეხეთი – 4:0, თურქეთი – 3:0.

8: იტალიამ ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო გოლის გაუშვებლად!

9: 2018 წლის 10 სექტემბერს, პორტუგალიასთან 0:1ის შემდეგ იტალია დაუმარცხებელია და რობერტო მანჩინის გუნდის ეს ბრწყინვალე სერია უკვე 28 თამაშს ითვლის!

მეორე სერია 16 ივნისსაა, ისევ ოლიმპიკოზე, ამჯერად შვეიცარიასთან.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 12 ივნისი)
ფოტო:
UEFA.com

ka_GEGeorgian