იტალიაში ოსკარები დარიგდა

იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ 2006 წლის საუკეთესო მოთამაშეები, მწვრთნელი და მსაჯი გამოავლინა და საუკეთესოები ოსკარებით დააჯილდოვა.

მსოფლიოსა და ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოგების შემდეგ მადრიდის რეალის მცველმა და იტალიის ნაკრების კაპიტანმა ფაბიო კანავარომ 2006 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული არავის დაუთმო.

მიხარია, რომ სამშობლოშიც საუკეთესოდ დამასახელეს. ასეთი აღიარება სტიმულს მმატებს! – განაცხადა ტრიუმფატორმა კანავარომ. მისი საკუთრება გახდა საუკეთესო მცველისთვის განკუთვნილი მცირე ოსკარიც.

წლის საუკეთესო მეკარედ მსოფლიოს ჩემპიონთა კარის დარაჯი, ამჟამად სერია ბში მოთამაშე იუვენტუსის კარის დარაჯი ჯანლუიჯი ბუფონი გახდა.

საუკეთესო ნახევარმცველად ორი ფეხბურთელი დასახელდა – კაკა და დავიდ სუაზო.

სერია ას 2006 წლის გოლეადორ ლუკა ტონის თავდამსხმელისთვის განკუთვნილი მცირე ოსკარი გადაეცა.

რომას ერთ-ერთი ლიდერი დანიელე დე როსი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს, რომას თავკაცი ლუჩანო სპალეტი საუკეთესო მწვრთნელი გახდა, ხოლო რობერტო როსეტის რჩეული მსაჯისთვის განკუთვნილი ოსკარი გადაეცა.

 

იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი
2006 ფაბიო კავანარო (მადრიდის რეალი)
2005 ალბერტო ჯილარდინო (პარმა)
2004 კაკა (მილანი; ბრაზილია)
2003 პაველ ნედვედი (იუვენტუსი; ჩეხეთი)
2002 კრისტიან ვიერი (ინტერი)
2001 არ დასახელებულა
2000 სებასტიან ფრეი (ვერონა; საფრანგეთი)
1999 მატიას ალმეიდა (ლაციო; არგენტინა)
1998 ფრანჩესკო ტოტი (რომა)
1997 ჯანლუკა პალიუკა (ინტერი), ანჯელო პერუცი (იუვენტუსი), ლილიან ტურამი (პარმა; საფრანგეთი)
1996 ენრიკო კიეზა (სამპდორია)
1995 პაულო სოუზა (იუვენტუსი; პორტუგალია)
1994 დანიელე მასარო (მილანი)
1993 ჯუზეპე სინიორი (ლაციო)
1992 ფრენკ რაიკაარდი (მილანი; ჰოლანდია)
1991 რობერტო მანჩინი (სამპდორია)
1990 ფრანკო ბარეზი (მილანი)
1989 ანდრეას ბრემე (ინტერი; გფრ)
1988 რობერტო მანჩინი (სამპდორია)
1987 ვალტერ ძენგა (ინტერი)
1986 რენატო ძაკარელი (ტორინო)
1985 დიეგო მარადონა (ნაპოლი; არგენტინა)
1984 მიშელ პლატინი (იუვენტუსი; საფრანგეთი)
1983 პიეტრო ვერხოვოდი (რომა)
1982 ფრანკო კაუზიო (უდინეზე)
1981 რუუდ კროლი (ნაპოლი; ჰოლანდია)
1980 ლუჩანო კასტელინი (ნაპოლი)
1979 რობერტო ფილიპი (ნაპოლი)
1978 რობერტო ფილიპი (ვიჩენცა)
1977 კლაუდიო სალა (ტორინო)
1976 კლაუდიო სალა (ტორინო)

ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2007 წლის 31 იანვარი)

ka_GEGeorgian