იტალიაში საუკეთესო კაკაა

იტალიის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ ტრადიციული გამოკითხვა ჩაატარა, სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოები გამოავლინა და საფეხბურთო ოსკარებით დააჯილდოვა.
იტალიის 2007 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მილანის ვარსკვლავმა, მსოფლიოსა და ევროპის უძლიერეს მოთამაშედ აღიარებულმა კაკამ მოიპოვა!

ბრაზილიელი მეორედ დაასახელეს იტალიის საუკეთესო მოთამაშედ. პირველი ოსკარი მას 2004 წელს გადაეცა.

კაკამ სერია ას საუკეთესო უცხოელის ნომინაციაშიც იმარჯვა, თუმცა შარშანდელისგან განსხვავებით, როცა ის ჰონდურასელ დავიდ სუაზოსთან ერთად აირჩიეს საუკეთესოდ, ამჯერად მარტომ იპირველა.

საუკეთესო იტალიელ ფეხბურთელად რომას კაპიტანი, იტალიის თასის და სუპერთასის მფლობელი, სერია ას ბომბარდირი და ევროპის „ოქროს ბუცის” ლაურეატი ფრანჩესკო ტოტი აღიარეს. ეს მისი მეხუთე ოსკარია.

საუკეთესო მეკარის ტიტული რომის ლაციოს აწ უკვე ყოფილმა მეკარემ ანჯელო პერუციმ მოიპოვა. ფეხბურთელმა, რომელმაც კარიერა უკვე დაასრულა, ტიტული მესამედ მოიგო: 1997 და 1998 წლებში ტურინის იუვენტუსის შემადგენლობაში.

ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ოსკარი ფლორენციის ფიორენტინას ნახევარმცველ რიკარდო მონტოლივოს ხვდა წილად.

საუკეთესო მცველად მილანის ინტერის უკანახაზელი მარკო მატერაცი აღიარეს.

მწვრთნელის ტიტული, ზედიზედ მეორე სეზონია რომას თავკაცის ლუჩანო სპალეტის საკუთრებაა. ამ შედეგით მან მარჩელო ლიპის მიღწევა გაიმეორა, რომელმაც 1997 და 1998 წლებში ასევე ზედიზედ მოიპოვა ოსკარი.

წლის მსაჯად, ისევე როგორც 2006 წელს, რობერტო როსეტი დაასახელეს.

იტალიის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია 1997 წლიდან ავლენს საუკეთესოებს, 2000 წლიდან კი საუკეთესო მცველს ასახელებს. 1975-2000 წლებში იტალიის საუკეთესო ფეხბურთელს ყოველკვირეული სპორტული ჟურნალი გუერინ სპორტივო ასახელებდა, თუმცა ოსკარების დაარსების შემდეგ ამ რეფერენდუმმა ავტორიტეტი დაკარგა და 2001 წელს გაუქმდა.

იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი
2007 კაკა (მილანი; ბრაზილია)
2006 ფაბიო კანავარო (იუვენტუსი)
2005 ალბერტო ჯილარდინო (მილანი)
2004 კაკა (მილანი; ბრაზილია)
2003 ფრანჩესკო ტოტი (რომა) და პაველ ნედვედი (იუვენტუსი; ჩეხეთი)
2002 დავიდ ტრეზეგე (იუვენტუსი; საფრანგეთი)
2001 ზინედინ ზიდანი (იუვენტუსი; საფრანგეთი)
2000 ფრანჩესკო ტოტი (რომა)
1999 კრისტიან ვიერი (ინტერი)
1998 რონალდო (ინტერი)
1997 რობერტო მანჩინი (ლაციო)

საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელი
2007 ფრანჩესკო ტოტი (რომა)
2006 ფაბიო კანავარო (იუვენტუსი)
2005 ალბერტო ჯილარდინო (მილანი)
2004 ფრანჩესკო ტოტი (რომა)
2003 ფრანჩესკო ტოტი (რომა)
2002 კრისტიან ვიერი (ინტერი)
2001 ფრანჩესკო ტოტი (რომა)
2000 ფრანჩესკო ტოტი (რომა)
1999 კრისტიან ვიერი (ინტერი)
1998 ალესანდრო დელ პიერო (იუვენტუსი)
1997 რობერტო მანჩინი (ლაციო)

საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი
2007 კაკა (მილანი; ბრაზილია)
2006 კაკა (მილანი; ბრაზილია) და დავიდ სუაზო (კალიარი; ჰონდურასი)
2005 ზლატან იბრაჰიმოვიჩი (იუვენტუსი; შვედეთი)
2004 კაკა (მილანი; ბრაზილია)
2003 პაველ ნედვედი (იუვენტუსი; ჩეხეთი)
2002 დავიდ ტრეზეგე (იუვენტუსი; საფრანგეთი)
2001 ზინედინ ზიდანი (იუვენტუსი; საფრანგეთი)
2000 ანდრეი შევჩენკო (მილანი; უკრაინა)
1999 გაბრიელ ბატისტუტა (ფიორენტინა; არგენტინა)
1998 რონალდო (ინტერი; ბრაზილია)
1997 ზინედინ ზიდანი (იუვენტუსი; საფრანგეთი)

საუკეთესო ახალგაზრდა
2007 რიკარდო მონტოლივო (ფიორენტინა)
2006 დანიელე დე როსი (რომა)
2005 ჯამპაოლო პაცინი (ფიორენტინა)
2004 ალბერტო ჯილარდინო (პარმა)
2003 ანტონიო კასანო (რომა)
2002 მატეო ბრიგი (პარმა)
2001 ანტონიო კასანო (რომა)
2000 რობერტო ბარონიო (ლაციო)
1999 ფრანჩესკო ტოტი (რომა)
1998 ალესანდრო ნესტა (ლაციო)
1997 ფილიპო ინძაგი (იუვენტუსი)

საუკეთესო მეკარე
2007 ანჯელო პერუცი (ლაციო)
2006 ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი)
2005 ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი)
2004 დიდა (მილანი; ბრაზილია)
2003 ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი)
2002 ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი)
2001 ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი)
2000 ფრანჩესკო ტოლდო (ფიორენტინა)
1999 ჯანლუიჯი ბუფონი (პარმა)
1998 ანჯელო პერუცი (იუვენტუსი)
1997 ანჯელო პერუცი (იუვენტუსი)

საუკეთესო მცველ
2007 მარკო მატერაცი (ინტერი)
2006 ფაბიო კანავარო (იუვენტუსი)
2005 ფაბიო კანავარო (იუვენტუსი)
2004 პაოლო მალდინი (მილანი)
2003 ალესანდრო ნესტა (მილანი)
2002 ალესანდრო ნესტა (ლაციო)
2001 ალესანდრო ნესტა (ლაციო)
2000 ალესანდრო ნესტა (ლაციო)

საუკეთესო მწვრთნელი
2007 ლუჩანო სპალეტი (რომა)
2006 ლუჩანო სპალეტი (რომა)
2005 ფაბიო კაპელო (იუვენტუსი)
2004 კარლო ანჩელოტი (მილანი)
2003 მარჩელო ლიპი (იუვენტუსი)
2002 ლუიჯი დელ ნერი (კიევო)
2001 კარლო ანჩელოტი (პარმა)
2000 სვენ-გორან ერიქსონი (ლაციო; შვედეთი)
1999 ალბერტო ძაკერონი (მილანი)
1998 მარჩელო ლიპი (იუვენტუსი)
1997 მარჩელო ლიპი (იუვენტუსი)

საუკეთესო მსაჯი
2007 რობერტო როსეტი
2006 რობერტო როსეტი
2005 პიერლუიჯი კოლინა
2004 პიერლუიჯი კოლინა
2003 პიერლუიჯი კოლინა
2002 პიერლუიჯი კოლინა
2001 სტეფანო ბრაში
2000 პიერლუიჯი კოლინა
1999 სტეფანო ბრაში
1998 პიერლუიჯი კოლინა
1997 პიერლუიჯი კოლინა

იტალიის საუკეთესო ფეხბურთელები 1976-2000 (გუერინ სპორტივო)
2000 სებასტიან ფრეი (ვერონა; საფრანგეთი)
1999 მატიას ალმეიდა (ლაციო; არგენტინა)
1998 ფრანჩესკო ტოტი (რომა)
1997 ჯანლუკა პალიუკა (ინტერი), ანჯელო პერუცი (იუვენტუსი) და ლილიან ტურამი (პარმა; საფრანგეთი)
1996 ენრიკო კიეზა (სამპდორია)
1995 პაულო სოუზა (იუვენტუსი; პორტუგალია)
1994 დანიელე მასარო (მილანი)
1993 ჯუზეპე სინიორი (ლაციო)
1992 ფრენკ რაიკაარდი (მილანი; ჰოლანდია)
1991 რობერტო მანჩინი (სამპდორია)
1990 ფრანკო ბარეზი (მილანი)
1989 ანდრეას ბრემე (ინტერი; გფრ)
1988 რობერტო მანჩინი (სამპდორია)
1987 ვალტერ ძენგა (ინტერი)
1986 რენატო ძაკარელი (ტორინო)
1985 დიეგო მარადონა (ნაპოლი; არგენტინა)
1984 მიშელ პლატინი (იუვენტუსი; საფრანგეთი)
1983 პიეტრო ვერხოვოდი (რომა)
1982 ფრანკო კაუზიო (უდინეზე)
1981 რუუდ კროლი (ნაპოლი; ჰოლანდია)
1980 ლუჩანო კასტელინი (ნაპოლი)
1979 რობერტო ფილიპი (ნაპოლი)
1978 რობერტო ფილიპი (ვიჩენცა)
1977 კლაუდიო სალა (ტორინო)
1976 კლაუდიო სალა (ტორინო)

ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2008 წლის 11 იანვარი)

ka_GEGeorgian