ჯაბას ასი?

ფეხბურთის ფედერაციამ ოქტომბერში მიულოცა ჯაბა კანკავას საიუბილეო, მე100 სანაკრებო კეპი, მაგრამ ჩემი მონაცემებით, ჯაბა მე100 შეხვედრას დღეს ჩაატარებს (თუ, რა თქმა უნდა, ვილი სანიოლმა ათამაშა).
სფფ თავისებურად ითვლის და დაახლოებით კი ვხვდები, რომელი თამაში იწვევს აზრთა სხვადასხვაობას: სავარაუდოდ 2006 წლის 27 თებერვალს, ჯერ კიდევ კლაუს ტოპმიოლერის დროს, მალტაზე, საერთაშორისო ტურნირის ეგიდით მოლდოვის ახალგაზრდულთან 1:5 წაგებული შეხვედრა.

მე, მაგალითად, ამ მატჩს ეროვნულს არ ვუთვლი იმიტომ, რომ მეტოქე ოფიციალურად 21წლამდელებით გავიდა მინდორზე. ასევე არ უთვლის ამ მატჩს ეროვნულს მოლდოვის ფეხბურთის ფედერაციაც.

სამწუხაროდ, ზოგან ეს შეხვედრა მაინც ნაკრებს ეთვლება და სავარაუდოდ, ჯაბასაც სწორედ ამიტომ მიულოცეს ოქტომბერში მე100 კეპი. მოლდოვის ახალგაზრდულთან ხსენებულ მატჩში კანკავა, სხვათა შორის, სფფს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა შეცვალა…

ადრე თუ გვიან ეს საკითხი გაირკვევა, აი ქვემოთ კი დღევანდელი მატჩის წინ ის 10 ფაქტი ჩამოვწერე, რომელსაც წყალი არ გაუშვა. სასიამოვნო ნამდვილად არ არის, მაგრამ რაც არის, ეგაა:

1: საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის დღევანდელი შეხვედრა 260ეა. აქედან თითქმის ნახევარი – 127, გუნდმა წააგო.

2: საუკეთესო შემთხვევაში ჩვენი ეროვნული გუნდი კატარი 2022ის შესარჩევ ჯგუფს ბოლოსწინა ადგილზე დაასრულებს.
საქართველო მეშვიდედ მონაწილეობს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში და 4ჯერ ბოლოსწინა ადგილზე გავიდა, ერთხელ – ბოლოზე, კორეა-იაპონია 2002ის შესარჩევში კი საუკეთესო შედეგი აჩვენა – 5გუნდა ჯგუფში მე3 იყო.

3: მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო 4 შესარჩევში საქართველომ უფრო ნაკლები თამაში მოიგო – 2, ვიდრე სადებიუტო, საფრანგეთი 1998ის საკვალიფიკაციოში – 3.

4: საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში საშინაო შეხვედრა ბოლოს 2012 წლის 7 სექტემბერს მოიგო თბილისში, ბელარუსთან – 1:0.
ის ერთადერთი გამარჯვება გამოდგა ბრაზილია 2014ის ეგიდით, რუსეთი 2018ის საკვალიფიკაციო კი ჩვენმა ნაკრებმა საერთოდ მოუგებლად დაასრულა.

5: მსოფლიო ჩემპიონატების 63 შესარჩევ მატჩში საქართველომ 101 გოლი გაუშვა. ასევე 101 გოლი მიიღო გუნდმა 70 ევროშესარჩევ თამაშში.

6: კატარი 2022ის ეგიდით ჩვენმა ნაკრებმა მხოლოდ 4 გოლი გაიტანა და 12 გაუშვა. ამაზე ნაკლები ბურთი საქართველომ მხოლოდ ბრაზილია 2014ის შესარჩევში შეაგდო – 3 (ასევე 8 მატჩში), 12ზე ნაკლები გოლი კი სულ 2ჯერ გაუშვა – საფრანგეთი 1998ის ეგიდით – 9 (8 თამაშში) და იმავე ბრაზილია 2014ის საკვალიფიკაციოში – 10 (8).

7: 2021 წელს გამართულ 10 შეხვედრაში ჯვაროსნები უკვე 7ჯერ დამარცხდნენ.
ასევე 7 მატჩი დათმო საქართველომ 1996 წელს, ხოლო მეტი – 8, მხოლოდ 2009 წელს.

8: წელს ვილი სანიოლის გუნდმა 20 ბურთი გაუშვა, რაც ყველაზე მეტია 2009 წლის შემდეგ: 22. ანტირეკორდი 2005 წელს დამყარდა: -28!

9: საქართველოს ნაკრებმა 2018 წელს უფრო მეტი თამაში მოიგო – 8, ვიდრე მომდევნო სამ წელიწადში ერთად აღებული – 6.

10: ვილი სანიოლის გუნდი წელს მეოთხედ ითამაშებს შინ (3დან 3 წაგება). საქართველომ საშინაო მატჩი ბოლოს 2016 წელს ვერ მოიგო.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 11 ნოემბერი)
ფოტო:
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian