იუვენტუსის 35-ე სკუდეტო: 3 საინტერესო ამბავი

იუვენტუსი იტალიის ჩემპიონია!
ქვეყნის ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა არნახული რეკორდი დაამყარა – ზედიზედ მერვედ მოიპოვა უძლიერესის ტიტული
!
ყველაზე მეტი… ყველაზე ხშირად… ზედიზედ… – ლამის ყველა იტალიური რეკორდი
ახლა იუვენტუსთან ასოცირდება.
აჭარასპორტი ტურინული გრანდის 35-ე სკუდეტოს 3 საინტერესო მიღწევას გამოარჩევს:

*-დღეს მოგებული სკუდეტო იუვენტუსისთვის 69-ე ტიტულია (2005 და 2006 წლებში ჩამორთმეული ჩემპიონობი გამოკლებით).
იტალიური ფეხბურთის ბებერმა ქალბატონმა 57 თასი შიდა ასპარეზზე მოიგო, 9 – ევროპაში, 2-ჯერ კი ფიფას ეგიდით გათამაშებული საკონტინენტთაშორისო თასი აღმართა.

*-კლუბის კაპიტანი ჯორჯო კიელინი და ანდრეა ბარძალი ზედიზედ მერვედ გახდნენ სერია ა-ს ჩემპიონები, რაც ყველა დროის რეკორდია.
ასევე მერვედ მოიგო სკუდეტო ლეონარდო ბონუჩიმ, თუმცა ზედიზედ არა. ჩემპიონის 7 ტიტულს ის იუვენტუსთან ერთად დაეუფლა, ერთხელ კი ოქროს მედალი მილანის ინტერის შემადგენლობაში ჩაიბარა.
კიელინის, ბარძალის და ბონუჩის გარდა იტალიის 8-გზის ჩემპიონები არიან ვირჯინიო როზეტა, ჯოვანი ფერარი და ჯუზეპე ფურინო, მათზე მეტ ტიტულს კი მხოლოდ ჯანლუიჯი ბუფონი ფლობს.
ლეგენდარული მეკარე იტალიის 9-გზის ჩემპიონია! (2005 და 2006 წლებში ჩამორთმეული სკუდეტოების გამოკლებით).

*-მასიმილიანო ალეგრიმ მე-11 ტიტული მოუტანა იუვენტუსს!
2014 წლის ზაფხულის შემდეგ, როცა მან კლუბი ჩაიბარა, ის 5-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, 4-ჯერ აღმართა თასი, 2-ჯერ კი სუპერთასი.
იუვენტუსის ისტორიაში ალეგრი მე-3 ყველაზე ტიტულიანი მწვრთნელია ჯოვანი ტრაპატონის (14) და მარჩელო ლიპის (13) შემდეგ.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 20 აპრილი)

ka_GEGeorgian