კანუტეს სრული ტრიუმფი

ესპანეთის სევილის და მალის ნაკრების 30 წლის თავდამსხმელი ფრედერიკ კანუტი აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ კონტინენტის 2007 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
მეორე ადგილზე ლონდონის ჩელსის და კოტ დივუარის ნაკრების ფორვარდი დიდიე დროგბა გავიდა, ბარსელონ და კამერუნის ნაკრების თავდამსხმელი სამუელ ეტოო კი მესამე იყო.

ფრედერიკ კანუტი ევროპაში დაბადებული პირველი აფრიკელია, რომელმაც კონტინენტის საუკეთესოს ტიტული მოიპოვა.

აფრიკის საუკეთესო მოთამაშე 1970 წლიდან ვლინდება, კანუტი კი მხოლოდ მეორე მალელია, რომელმაც მთავარი ჯილდო მოიგო. 1970 წელს, ანუ პირველივე რეფერენდუმში სალიფ კეიტამ გაიმარჯვა.

ამ გამარჯვებას ოჯახს და თანამემამულეებს ვუძღვნი, – განაცხადა აფრიკის საუკეთესო მოთამაშემ.

საფრანგეთის ლიონის, ინგლისის ვესტ ჰემ იუნაიტედის და ტოტენჰემ ჰოთსფურის ყოფილმა ფორვარდმა კარიერის საუკეთესო წლები სევილიაში გაატარა: ორჯერ მოიგო უეფას თასი, ხოლო თითოჯერ ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერთასი და ევროპის სუპერთასი.

მიმდინარე სეზონში კანუტემ პრიმერადივიზიონში 8, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში 4 გოლი გაიტანა.

აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია კონტინენტის საუკეთესო მოთამაშეს 1992 წლიდან ასახელებს.

1970-94 წლებში აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი ყოველკვირეული ფრანს ფუტბოლის რეფერენდუმის შედეგებით ვლინდებოდა.

აფრიკის საუკეთესო მოთამაშე (აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია)
2007 ფრედერიკ კანუტე (სევილია, ესპანეთი; მალი)
2006 დიდიე დროგბა (ლონდონის ჩელსი, ინგლისი; კოტ დივუარი)
2005 სამუელ ეტოო (ბარსელონა, ესპანეთი; კამერუნი)
2004 სამუელ ეტოო (ბარსელონა, ესპანეთი; კამერუნი)
2003 სამუელ ეტოო (მაიორკა, ესპანეთი; კამერუნი)
2002 ელ ჰაჯი დიუფი (ლივერპული, ინგლისი; სენეგალი)
2001 ელ ჰაჯი დიუფი (ლანსი, საფრანგეთი; სენეგალი)
2000 პატრიკ მბომა (პარმა, იტალია; კამერუნი)
1999 ნვანკვო კანუ (ლონდონის არსენალი, ინგლისი; ნიგერია)
1998 მუსტაფა ჰაჯი (ლა კორუნიის დეპორტივო, ესპანეთი; მაროკო)
1997 ვიკტორ იკპება (მონაკო, საფრანგეთი; ნიგერია)
1996 ნვანკვო კანუ (მილანის ინტერი, იტალია; ნიგერია)
1995 ჟორჟ ვეა (მილანი, იტალია; ლიბერია)
1994 ემანუელ ამუნიკე (ლისაბონის სპორტინგი, პორტუგალია; ნიგერია)
1993 რაშიდი იეკინი (სეტუბალის ვიტორია, პორტუგალია; ნიგერია)

აფრიკის საუკეთესო მოთამაშე (ფრანს ფუტბოლი, საფრანგეთი)
1994 ჟორჟ ვეა (პარი სენ–ჟერმენი, საფრანგეთი; ლიბერია)
1993 აბედი პელე (მარსელის ოლიმპიკი, საფრანგეთი; განა)
1992 აბედი პელე (მარსელის ოლიმპიკი, საფრანგეთი; განა)
1991 აბედი პელე (მარსელის ოლიმპიკი, საფრანგეთი; განა)
1990 როჟე მილა (სენ–დენი, საფრანგეთი; კამერუნი)
1989 ჟორჟ ვეა (მონაკო, საფრანგეთი; ლიბერია)
1988 კალუშა ბვალია (სერკლ ბრიუგე, ბელგია; ზამბია)
1987 რაბა მაჯერი (პორტუ, პორტუგალია; ალჟირი)
1986 ბადუ ზაქი (მაიორკა, ესპანეთი; მაროკო)
1985 მოჰამედ ტიმოუმი (რაბათი, მაროკო; მაროკო)
1984 თეოფილე აბეგა (ტულუზი, საფრანგეთი; კამერუნი)
1983 მაჰმუდ ალ ქათიბი (ალ აჰლი, ეგვიპტე; ეგვიპტე)
1982 თომას ნკონო (ესპანიოლი, ესპანეთი; კამერუნი)
1981 ლახდარ ბელუმი (მასკარა, ალჟირი; ალჟირი)
1980 ჟან-მანგა ონგენი (კენონ იაუნდე, კამერუნი; კამერუნი)
1979 თომას ნკონო (კენონ იაუნდე, კამერუნი; კამერუნი)
1978 აბდულ რაზაქი (ასანტე კოტოკო, განა; განა)
1977 ტარაკ დიაბი (ესპერანსი, ტუნისი; ტუნისი)
1976 როჟე მილა (კენონ იაუნდე, კამერუნი; კამერუნი)
1975 აჰმედ ფარასი (ჩაბაბ მოჰამედია, მაროკო; მაროკო)
1974 პოლ მუკილა (ბრასავილი, კონგო; კონგო)
1973 ტშიმიმუ ბვანგა (მაზემბე, ზაირი; ზაირი)
1972 შერიფ სულეიმანე (ჰაფია, გვინეა; გვინეა)
1971 იბრაჰიმ სანდეი (ასანტე კოტოკო, განა; განა)
1970 სალიფ კეიტა (სენტ–ეტიენი, საფრანგეთი; მალი)

ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2008 წლის 4 თებერვალი)

ka_GEGeorgian