კლოპი საუკეთესო გერმანელია

გერმანიის სპორტულ ჟურნალისტთა კავშირმა ლივერპულის თავკაცი იურგენ კლოპი 2018-19 წლების სეზონის საუკეთესო გერმანელ მწვრთნელად აღიარა.

ენფილდროუდელთა ხელმძღვანელი, რომელმაც ინგლისურ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, პირველია, რომელმაც ეს ტიტული სხვა ქვეყანაში მუშაობისას მოიგო.

იურგენ კლოპი ჟურნალისტთა ვერსიით მესამედ დასახელდა სეზონის საუკეთესო მწვრთნელად. პირველი ორი გამარჯვება მან 2011 და 2012 წლებში იზეიმა, როცა ჯერ კიდევ დორტმუნდის ბორუსიას ხელმძღვანელობდა. კლოპის გარდა ჟურნალისტებმა სეზონის მწვრთნელად 3-ჯერ მხოლოდ ფელიქს მაგათი დაასახელეს – 2003, 2005 და 2009 წლებში.

„ფეხბურთი გუნდური თამაშია და ეს გამარჯვებაც ჩემი გუნდის დამსახურებაა – თანაშემწეების და ყველა იმ ადამიანის, რომელთა ძალისხმევითაც შედგა ეს დიდი წარმატება. მადლობა ყველას, რომლებთან ერთადაც განვვლე გასული სეზონი“, – განაცხადა იურგენ კლოპმა.

გსჟკ-ის რეფერენდუმში II ადგილი დიუსელდორფის ფორტუნას მთავარმა მწვრთნელმა ფრიდჰელმ ფუნკელმა დაიკავა, უეფას ევროპალიგის ნახევარფინალში დამარცხებული ფრანკფურტის აინტრახტის თავკაცი ადი ჰატერი კი III ადგილზე გავიდა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 29 ივლისი)

ka_GEGeorgian