კობი ბრაიანტი 1978-2020: ამერიკის საელჩო ტრაგედიას გამოეხმაურა
26 იანვარს, დილით, კალიფორნიაში მომხდარ ტრაგედიას ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კალათბურთელი, 41 წლის კობი ბრაიანტი შეეწირა.
ვერტმფრენი, რომლითაც ის, მისი 13 წლის ქალიშვილი და კიდევ 7 ადამიანი საკალათბურთო მატჩზე მიემგზავრებოდა, ლოს ანჯელესთან ახლოს, ქალაქ კალაბასასში ჩამოვარდა.
ლეგენდარული მოთამაშის ტრაგედიას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ამ სიტყვებით გამოეხმაურა: „ამერიკის შეერთებული შტატები და მთელი მსოფლიო შეძრა NBA-ის ლეგენდის, კობი ბრაიანტის ტრაგიკულმა სიკვდილმა. კობი გვემახსოვრება დიდებული ნიჭისა და შეუდარებელი წვლილისთვის მოედანსა და მის მიღმა. გულწრფელად ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და ვიზიარებთ ამ მწუხარებას“.
ლოს ანჯელესის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ბრაიანტის კუთვნილ ვერტმფრენს ძრავა გაუფუჭდა და ამიტომ ჩამოვარდა.
ბრაიანტის ოჯახს თანაგრძნობის წერილი, ათასობით ადამიანთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც გაუგზავნა.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2020 წლის 27 იანვარი)