კობი ბრაიანტი 1978-2020: გრემის დაჯილდოება ლეგენდას მიუძღვნა
ლოს ანჯელესში გრემის დაჯილდოების ტრადიციული ცერემონია კობი ბრაიანტის ტრაგედიამ გააუფერულა. წლის მთავარმა მუსიკალურმა შოუმ, ისტორიაში პირველად, საზეიმო განწყობის გარეშე ჩაიარა.
წლევანდელი ცერემონიის მასპინძელმა ალიშა ქისმა ბოიზ თუ მენთან ერთად სპეციალური კომპოზიცია – It’s So Hard to Say Goodbye to Yesterday – მიუძღვნა ლეგენდარულ კალთბურთელს. გრემი 2020 სწორედ ასე გაიხსნა. თითოეული გამარჯვებული სამადლობელ სიტყვას მამბას გახსენებით იწყებდა.
დღეს ლოს ანჯელესმა, ჩვენმა ქვეყანამ და მთელმა სამყარომ გმირი დაკარგა. ეს საღამო კობი ბრაიანტს ეძღვნება – განაცხადა ალიშა ქისმა.
კობი ბრაინტი კვირას დილით, ლოს ანჯელესიდან 50 კილომეტრში, პატარა ქალაქ კალაბასასთან კუთვნილი ვერტფმრენის ვარდნის შემდეგ გარდაიცვალა. ამ წუთისთვის გავრცელებული ინფორმაციით, მასთან ერთად კიდევ 8 მგზავრი დაიღუპა, მათ შორის კალათბურთელის 13 წლის ქალიშვილი ჯანა მარია ონორე.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2020 წლის 27 იანვარი)