კობი ბრაიანტი 1978-2020: პოლიციის ოფიციალური განცხადება
ლოს ანჯელესის პოლიცია გახმაურებული ტრაგედიის მიზეზებს იძიებს და დროდადრო ოფიციალურ ინფორმაციას აწვდის ადგილზე მომუშავე მიმომხილველებს.
ეს ცნობაც ახლახანს გამოქვეყნდა: ვერტმფრენი, რომელიც გუშინ დილით ჩამოვარდა კალიფორნიაში და 9 ადამიანი იმსხვერპლა, სპეციალური ვიზუალური საფრენი წესებით (SVFR) მიფრინავდა.
SVFR ესაა სპეციალური სახელმძღვანელო, რომელსაც პილოტები უამინდობაში ან ცუდი ხილვადობის პირობებში იყენებენ. სხვა შემთხვევაში ისინი ვიზუალური საფრენი წესებით (VFR) სარგებლობენ.
ბარბენკის აეროპორტის საკონტროლო კოშკურამ ვერტმფრენის პილოტს ჩრდილო-აღმოსავლეთით, I-5 ავტოსტრადის მიმართულებით გადაადგილების უფლება SVFR-ის გამოყენებით მისცა. პილოტისა და კოშკურის აუდიოჩანაწერით დასტურდება, რომ ვერტმფრენი მიღებულ რჩევას იცავდა და 2 500 მეტრზე და, დროდადრო შედარებით დაბალ სიმაღლეზე მიფრინავდა.
მომდევნო აუდიოჩანაწერში ნათლად ისმის, რომ კოშკურიდან პილოტს სიმაღლის მომატება ურჩიეს, თუმცა ამ უკანასკნელს არაფერი შეუცვლია. პოლიცია ვარაუდობს, რომ პილოტმა გეზი არ შეცვალა, რათა აეროპორტის რადარს საფრენი საშუალება კარგად დაეფიქსირებინა.
თანამგზავრიდან გადაღებულმა ფოტომ დაადასტურა ისიც, რომ ავიაკატასტროფის სავარაუდო ადგილს ღრუბელი ფარავდა.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2020 წლის 27 იანვარი)