კობი – ლოს ანჯელესის სიმბოლო

კალიფორნიაში მომხდარმა ტრაგედიამ მსოფლიო გააოგნა: ლოს ანჯელესთან ახლოს, ქალაქ კალაბასასში ვერტფმრენის ჩამოვარდნის შემდეგ ლეგენდარული კალათბურთელი, 41 წლის კობი ბრაიანტი 13 წლის ქალიშვილ ჯანა მარია ონორესთან ერთად დაიღუპა.

ლოს ანჯელესის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ბრაიანტის კუთვნილ ვერტმფრენს ძრავა გაუფუჭდა და ჩამოვარდა. კალათბურთელის და მისი ქალიშვილის გარდა ბორტზე კიდევ 7 მგზავრი იმყოფებოდა.

საშინელი ცნობის დადასტურების შემდეგ, ლოს ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტის პილონები ლეიკერსის ფერებად აელვარდა.

დღეს აეროპორტის პილონები ოქროსფერი და იასამნისფერი იქნება. ამ ნაბიჯით პატივს მივაგებთ დღევანდელი ტრაგედიის დროს გარდაცვლილ ადამიანებს და მათ შორის კობი ბრაიანტს, რომელიც წლების განმავლობაში ქალაქის სიმბოლო იყო – ნათქვამია აეროპორტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2020 წლის 27 იანვარი)

ka_GEGeorgian