ლაშა ტალახაძე ქართული სპორტის ლეგენდების მხარდამხარ დადგა

ლაშა ტალახაძემ საქართველოს 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენის წოდება მესამედ, ამჯერად უკვე სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვერსიით მოიპოვა.

ბოლო კვირაში ის უძლიერეს ათლეტად ჯერ ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, შემდეგ კი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ აღიარა.

ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე ზედიზედ მესამედ დასახელდა სსჟა-ს რეფერენდუმის გამარჯვებულად. ასეთი რამ ისტორიაში პირველად მოხდა! წლის ათლეტის 3 ტიტულით ლაშა რამდენიმე ლეგენდარული სპორტსმენის გვერდით დადგა.

ქართველი ჟურნალისტები საუკეთესოს 1964 წლიდან ავლენენ. მას შემდეგ ეს წოდება 3-ჯერ დაიმსახურეს ლეგენდარულმა მძლეოსანმა ვიქტორ სანეევმა, თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ლევან თედიაშვილმა და ლუკა კურტანიძემ, მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონმა ჭადრაკში მაია ჩიბურდანიძემ და ძალოსანმა გიორგი ასანიძემ.

ჟურნალისტთა რეფერენდუმი 4-ჯერ არავის მოუგია.

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის რჩეულნი
2018 – ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა)
2017 – ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა)
2016 – ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა)
2015 – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
2014 – ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო)
2013 – ავთანდილ ჭრიკიშვილი (ძიუდო)
2012 – ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო)
2011 – მამუკა გორგოძე (რაგბი)
2010 – დავით ზირაქაშვილი (რაგბი)
2009 – მანუჩარ ცხადაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
2008 – ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო)
2007 – რამაზ ნოზაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
2006 – ზაზა კედელაშვილი (ძიუდო)
2005 – რევაზ მინდორაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
2004 – ზურაბ ზვიადაური (ძიუდო)
2003 – ლუკა კურტანიძე (თავისუფალი ჭიდაობა)
2002 – ლუკა კურტანიძე (თავისუფალი ჭიდაობა)
2001 – გიორგი ასანიძე (ძალოსნობა)
2000 – გიორგი ასანიძე (ძალოსნობა)
1999 – ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)
1998 – გიორგი ასანიძე (ძალოსნობა)
1997 – გიორგი კანდელაკი (კრივი)
1996 – ლუკა კურტანიძე (თავისუფალი ჭიდაობა)
1995 – გიორგი ვაზაგაშვილი (ძიუდო)
1994 – ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები
1993 – კახი კახიაშვილი (ძალოსნობა)
1992 – კახი კახიაშვილი (ძალოსნობა)
1991 – არ ჩატარებულა
1990 – დავით გობეჯიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
1989 – არ ჩატარებულა
1988 – ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)
1987 – ლერი ხაბელოვი (თავისუფალი ჭიდაობა)
1986 – მაია ჩიბურდანიძე (ჭადრაკი)
1985 – დავით გობეჯიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
1984 – მაია ჩიბურდანიძე (ჭადრაკი)
1983 – თემურ აფხაზავა (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
1982 – ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები
1981 – რამაზ შენგელია (ფეხბურთი)
1980 – ქეთევან ლოსაბერიძე (მშვილდოსნობა)
1979 – თემურ ხუბულური (ძიუდო)
1978 – მაია ჩიბურდანიძე (ჭადრაკი)
1977 – დავით კვაჭაძე (კრივი)
1976 – ვიქტორ სანეევი (მძლეოსნობა)
1975 – ნონა გაფრინდაშვილი (ჭადრაკი)
1974 – ლევან თედიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
1973 – ლევან თედიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
1972 – ვიქტორ სანეევი (მძლეოსნობა)
1971 – ლევან თედიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
1970 – თინათინ ლეკვეიშვილი (ცურვა)
1969 – ნონა გაფრინდაშვილი (ჭადრაკი)
1968 – ვიქტორ სანეევი (მძლეოსნობა)
1967 – ზურაბ საკანდელიძე (კალათბურთი)
1966 – ალექსანდრე მეტრეველი (ჩოგბურთი)
1965 – ომარ ფხაკაძე (ველოსპორტი)
1964 – სლავა მეტრეველი (ფეხბურთი)

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2018 წლის 27 დეკემბერი)

ka_GEGeorgian