ლეოს პირველი წითელი

ესპანეთის სუპერთასის ფინალი დრამატულად დასრულდაანტუან გრიზმანის დუბლით ბარსელონა 2ჯერ უგებდა ბილბაოს ატლეტიკს, მაგრამ ბასკებმა ფრანგის გოლები გაქვითეს, მათ შორის მე2 ძირითადი დროის უკანასკნელ წუთზე.

დამატებითი დროის მე3 წუთზე კი ინაკი უილიამსმა ატლეტიკი პირველად დააწინაურა – 3:2.

ოთხთა ფინალიც ამ ანგარიშით დასრულდა და ატლეტიკმაც ისტორიაში მესამედ ჩაიბარა ესპანეთის სუპერთასი, ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ლეო მესიმ კი საკლუბო კარიერაში პირველი წითელი ბარათი მიიღო! ბარსას მაისურით ჩატარებულ 753ე თამაშში!

დიადი არგენტინელი ბოლო ინტერვიუებში კი ამბობს ბარსელონაში ძველებურად ბედნიერი ვარ და კამპ ნოუზე დარჩენაც მსურსო, მაგრამ როგორც ჩანს, რონალდ კუმანთან მის ურთიერთობას იდეალური არ ეთქმის. შედეგები ყველაფერზე ნათლად მეტყველებს.

და სანამ კუმანი პრობლემებს ვერ აგვარებს, ბილბაოელთა თავკაცი მარსელინო გარსია ტორალი საინტერესო ამბებს წერს – ის გახდა პირველი მწვრთნელი ისტორიაში, რომელმაც სხვადასხვა კლუბებთან ერთად ბარსას ზედიზედ 2ჯერ მოუგო ერთმატჩიანი ფინალი – 2019 წლის გაზაფხულზე მისმა გაწვრთნილმა ვალენსიამ კატალონიელებს ესპანეთის თასი აართვა.

2015 წლის შემდეგ ბილბაოელებმა პირველი ტიტული მოიგეს (6 წლის წინაც სუპერთასზე გაიმარჯვეს და მაშინაც ბარსასთან), მაგრამ დიდი შანსია 2021ში მეორე თასიც აღმართონ – 4 აპრილს, ესპანეთის თასის 2019-20 წლების გათამაშების ფინალში კიდევ ერთ ბასკურ კლუბს, სან-სებასტიანის რეალ სოსიედადს დაუპირისპირდებიან.

ეს მატჩი შარშან მაისში რომ უნდა გამართულიყო, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ კოვიდ 19ის გამო გადადო.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 18 იანვარი)

ka_GEGeorgian