ლოები რალის უბრუნდება

მსოფლიო რალის 9-გზის ტრიუმფატორი სებასტიან ლოები მიმდინარე სეზონში დაგეგმილი 14 ეტაპიდან 6-ში იასპარეზებს, მათ შორის ჩემპიონატის სტარტზე, მონტე კარლოში. ლეგენდარულმა ფრანგმა უკვე გააფორმა სპეციალური ხელშეკრულება ჰიუნდაისთან.

ლოები სეზონს დაკარის რალიში დაიწყებს, რომელიც 6-17 იანვარს გაიმართება სამხრეთ ამერიკაში. ის პეჟოს გუნდის პილოტი იქნება დანიელ ელენასთან ერთად, დაკარის დასრულების შემდეგ კი ჰიუნდაის საჭეს მიუჯდება.

მსოფლიო რალის 2019 წლის სეზონის I, მონტე კარლოს ეტაპი 24-27 იანვარს გაიმართება.

2004-12 წლებში ლოებმა ზედიზედ 9-ჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონის ტიტული, მას შემდეგ კი 3-ჯერ დროებით დაუბრუნდა ამ სარბოლო სერიას. მაგალითად შარშან 3 ეტაპზე იასპარეზა, ესპანეთში კი გაიმარჯვა კიდეც.

გარდა იმისა, რომ ლოები რალის ისტორიაში ყველაზე ტიტულიანია, 79 ეტაპის გამარჯვებულიც გახლავთ, რაც აბსოლუტური რეკორდია.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 2 იანვარი)

ka_GEGeorgian