ლონდონი 2012: 10 აგვისტო

ის პირველი მძლეოსანია, ვინც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული დაიცვა 100 და 200 მეტრზე სპრინტში!

ის პირველია, ვინც ამ დისტანციებზე ერთდროულად ფლობს მსოფლიო რეკორდებს!

ის ასევე პირველია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ყველა სტარტი მოიგო!

იამაიკელი უსეინ ბოლტი დღეს მსოფლიოს და ოლიმპიადის 5-გზის ჩემპიონია!

რამდენიმე დღეში მის ლონდონურ ოქროებს (ალბათ) კიდევ ერთი უმაღლესი ჯილდო შეემატება: იამაიკის ნაკრები 4X100-ზე ესტაფეტის ფავორიტია და როგორც ბრიტანელი ჟურნალისტები წერებ, ერთადერთი, რაც ამ დისციპლინაშია გასარკვევი, ეს ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მფლობელებია. როცა ერთ გუნდში 200 მეტრზე სპრინტის სამი მედალოსანია – ბოლტი, ბლეიკი, უორენი – ესტაფეტის ფინალი ფორმალობაა და სხვა არაფერი.

19.32 წამი! ტანმაღალმა იამაიკელმა კვლავ 20 წამზე ნაკლებ დროში გაირბინა 200 მეტრი, მაგრამ თავისსავე მსოფლიო რეკორდს – 19.19წმ – ვერ შეწვდა. ფინალიდან მცირე ხნის შემდეგ, როცა ლონდონი 2012-ის აწ უკვე ორგზის გამარჯვებული ათობით ჟურნალისტის წინაშე გამოჩნდა, პირველად სწორედ მსოფლიო რეკორდის შესახებ ჰკითხეს.

როცა სტარტზე ვიდექი, რა თქმა უნდა ვფიქრობდი რეკორდზე, მაგრამ როგორც კი მოსახვევიდან გამოვედი, ზურგში ტკივილი ვიგრძენი და მაშინ მივხვდი, რომ ვერ შევძლებდი. პირველი 50 მეტრის შემდეგ ჩემი მთავარი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ ფინიშზე პირველობა იყო“, – განაცხადა ბოლტმა.

იამაიკამ მისი წყალობით მორიგი ოქრო მოიგო, იოჰან ბლეიკმა და უორენ უეირმა კი ნაკრების აქტივს ვერცხლი და ბრინჯაოც შემატეს. 200 მეტრზე სირბილში ოლიმპიური პოდიუმი პირველად დაიჭირეს იამაიკელებმა!

ძალიან მინდა რიოს ოლიმპიადაზე გამოვიდე, თუმცა იქამდე დიდი დროა. წინ მსოფლიოს ორი ჩემპიონატია. თუ კარგი შედეგები ვაჩვენე, 2016 წელზე მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქრებ. ვიქნები თუ არა კვლავ პირველი? როცა ასეთი კონკურენტები გყავს, ბლეიკს და უეირს ვგულისხმობ, ვხვდები, რომ მძიმე მდგომარეობაში ვარ, მაგრამ მეორე მხრივ, ისინი მოდუნების საშუალებას არ მაძლევენ და ეს ძალიან მეხმარება“, – რამდენიმე თვის წინ, იამაიკის ჩემპიონატში 25 წლის უსეინ ბოლტი 100 და 200 მეტრზე სპრინტში იოჰან ბლეიკს ჩამორჩა, მაგრამ 3 წლით უმცროს კონკურენტს ოლიმპიადაზე მაინც აჯობა.

უსეინ ბოლტმა ვერა, მაგრამ სხვა მძლეოსანმა მაინც დაამყარა მსოფლიო რეკორდი: 800 მეტრზე სირბილში 23 წლის კენიელმა დევიდ რუდიშამ მისსავე მიღწევას 10 მეასედი ჩამოაკლო – 1:40.91წთ! მეორე ადგილზე გასულმა 18 წლის ბოტსვანელმა ნაიჯელ ამოსმა დისტანცია 1:41.73 წამში გაირბინა და მანაც პლანეტის რეკორდი მიითვალა, თუმცა ჭაბუკთა შორის.

რუდიშას გარბენი ერთერთი საუკეთესოა ამ ოლიმპიადაზე! გულახდილად გეტყვით, არ მეგონა 800 მეტრზე მსოფლიო რეკორდს კიდევ თუ ვნახავდი“, – განაცხადა ლონდონი 2012-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ლორდმა სებასტიან კოემ. მძლეოსნობის მოყვარულებს გემახსოვრებათ: წლების წინ სებასტიან კოე ამ დისტანციაზე ოლიმპიურ ვერცხლს დაეუფლა.

გუშინვე შუბის სროლაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ჩეხი ბარბორა სპოტაკოვა. პეკინის თამაშების ტრიუმფატორმა შუბი 69.55 მეტრზე გატყორცნა, მეორეადგილოსანმა გერმანელმა კრისტინა ობერგფოლმა კი მხოლოდ 65.16 მეტრს უწია. საბოლოო შედეგებით გაირკვა, რომ 31 წლის სპოტაკოვამ ფინალში 4(!) საუკეთესო შედეგი აჩვენა.

ოლიმპიურ სტადიონზე ამერიკელები ყოველდღე მინიმუმ ოქროს რომ იგებენ, უკვე ტრადიციაა და გამონაკლისი არც 9 აგვისტო ყოფილა: კრისტიან ტეილორმა სამხტომში იმარჯვა. 22 წლის ათლეტი, რომელმაც კორეის ქალაქ დაეგუში შარშან მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიგო, ოქროს მედლის მომტან 17.81 მეტრზე მხოლოდ მეხუთე ცდით გადახტა. პირველი ორი ცდა ჩააგდო და მხოლოდ მერე გააუმჯობესა შედეგი. მეორე მისი თანაგუნდელი უილ კლეი გახლდათ – 17.62, ბრინჯაოს მედალი კი ვეტერანმა იტალიელმა, 36 წლის ფაბრიციო დონატომ მოიგო 17.48 მეტრით.

გუშინვე ჩემპიონი გახდა ამერიკელი ათჭიდელი ეშტონ იტონი. ორდღიანი მომქანცველი შეჯიბრებების შემდეგ მსოფლიოს რეკორდსმენმა 8 869 ქულა დააგროვა – ოლიმპიურ რეკორდზე 24-ით ნაკლები.

საერთოდ, 9 აგვისტო ამერიკელებისთვის უდავოდ წარმატებული გამოდგა. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მათ ჩინელებს კიდევ ერთხელ გადაასწრეს. ამ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელმაც გუშინ უემბლიზე მსოფლიოს ჩემპიონი იაპონია 2:1 დაამარცხა. ამერიკა ზედიზედ მესამედ გახდა ოლიმპიადის გამარჯვებული, მაგრამ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ იაპონელებს შარშანდელი მსოფლიო პირველობის ფინალში მოულოდნელი მარცხისთვის სამაგიერო გადაუხადეს.

ორდღიანი შესვენების შემდეგ ოლიმპიურ თამაშებს ქართველები უბრუნდებიან. დღეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ მედლებისთვის ბრძოლას: 55კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გავა ხალიჩაზე, 74კგ-ში კი დავით ხუციშვილს ვიხილავთ.

წილისყრამ ორივეს პირველი ეტაპიდან ბრძოლა არგუნა: ხინჩეგაშვილი ეგვიპტელ იბრაჰიმ ფარაღ აბდელ ჰაქიმს დაეჭიდება, ხუციშვილის პირველი მეტოქე კი მონღოლი უნურბატ პურევიავია.

ორივე ჩვენებური წარმატებული სპორტსმენია, ახალგაზრდებს შორის მსოფლიოსა და ევროპის პირველობები მოუგიათ, ასე რომ, ვნახოთ. ქართველები თბილისის დროით 16 საათიდან იჭიდავებენ.

 

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 10 აგვისტო)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი olympic.org/london-2012

მედალოსნები: 9 აგვისტო
თავისუფალი ჭიდაობა
გოგონები – 55კგ
1.საორი იოშიდა (იაპონია)
2.ტონია ვერბეეკი (კანადა)
3.ჯაკელინ რენტერია (კოლუმბია) და იულია რატკევიჩი (აზერბაიჯანი)
გოგონები – 72კგ
1.ნატალია ვორობიევა (რუსეთი)
2.სტანკა ზლატევა (ბულგარეთი)
3.გიუზელ მანიუროვა (ყაზახეთი) და მაიდერ უნდა (ესპანეთი)

კაიაკი და კანოე
ვაჟები – ორადგილიანი კანოე, 1 000მ
1.პეტერ კრეტშმერი და კურტ კუშელა (გერმანია) – 3:33.804წთ
2.ანდრეი ბაგდანოვიჩი და ალექსანდრ ბაგდანოვიჩი (ბელარუსი) – 3:35.206წთ
3.ალექსეი კოროვაშკოვი და ილია პერვუხინი (რუსეთი) – 3:36.414წთ
ვაჟები – ოთხადგილიანი კაიაკი, 1 000მ
1.ტეიტ სმიტი, დეივ სმიტი, მიურეი სტიუარტი, ჯეიკობ კლერი (ავსტრალია) – 2:55.085წთ
2.ზოლტან კამერერი, დავიდ ტოტი, ტამაშ კულიფაი, დანიელ პაუმანი (უნგრეთი) – 2:55.699წთ
3.დანიელ ჰაველი, ლუკაშ ტრეფილი, იოზეფ დოსტალი, იან შტერბა (ჩეხეთი) – 2:55.850
გოგონები – კაიაკი, 500მ
1.დანუტა კოზაკი (უნგრეთი) – 1:51.456წთ
2.ინა ოსიპენკო (უკრაინა) – 1:52.685წთ
3.ბრიჯიტ ჰარტლი (სამხრეთი აფრიკა) – 1:52.923წთ
გოგონები – ორადგილიანი კაიაკი, 500მ
1.ფრანცისკა ვებერი და ტინა დიცე (გერმანია) – 1:42.213წთ
2.კატალინ კოვაჩი და ნატაშა დუსევ-იანიჩი (უნგრეთი) – 1:43.278წთ
3.ბეატა მიკოლაიჩუკი და კაროლინა ნაია (პოლონეთი) – 1:44.000წთ

კრივი
გოგონები – 51კგ
1.ნიკოლა ადამსი (დიდი ბრიტანეთი)
2.რენ სანსანი (ჩინეთი)
3.მარლინ ესპარსა (აშშ) და მერი კომი (ინდოეთი)
გოგონები – 60კგ
1.კეტი ტეილორი (ირლანდია)
2.სოფია ოჩიგავა (რუსეთი)
3.მავზუნა ჩორიევა (ტაჯიკეთი) და ადრიანა არაუჟო (ბრაზილია)
გოგონები – 75კგ
1.კლარისა შილდსი (აშშ)
2.ნაძეჟდა ტორლოპოვა (რუსეთი)
3.მარინა ვოლნოვა (ყაზახეთი) და ლი ჟინზი (ჩინეთი)

მძლეოსნობა
ვაჟები – 200მ
1.უსეინ ბოლტი (იამაიკა) – 19.32წმ
2.იოჰან ბლეიკი (იამაიკა) – 19.44წმ
3.უორენ უეირი (იამაიკა) – 19.84წმ
ვაჟები – 800მ
1.დევიდ რუდიშა (კენია) – 1:40.91წთ (მსოფლიო რეკორდი)
2.ნაიჯელ ამოსი (ბოტსვანა) – 1:41.73წთ
3.ტიმოთი კიტუმი (კენია) – 1:42.53წთ
ვაჟები – სამხტომი
1.კრისტიან ტეილორი (აშშ) – 17.81მ
2.უილ კლეი (აშშ) – 17.62მ
3.ფაბრიციო დონატო (იტალია) – 17.48მ
ვაჟები – ათჭიდი
1.ეშტონ იტონი (აშშ) – 8 869 ქულა
2.ტრეი ჰარდი (აშშ) – 8 671 ქულა
3.ლეონელ სუარესი (კუბა) – 8 523 ქულა
გოგონები – შუბის ტყორცნა
1.ბარბორა შპოტაკოვა (ჩეხეთი) – 69.55მ
2.კრისტინა ობერგფოლი (გერმანია) – 65.16მ
3.ლინდა შტალი (გერმანია) – 64.91მ

პლაჟის ფრენბურთი
ვაჟები
1.იულიუს ბრინკი და იონას რეკერმანი (გერმანია)
2.ალისონ ჩერუტი და ემანუელ რეგო (ბრაზილია)
3.მარტინშ პლავინში და იანის შმედინში (ლატვია)

ტაეკვონდო
ვაჟები – 68კგ
1.სერვეტ ტაზეგული (თურქეთი)
2.მოჰამად ბაგერი მოტამედი (ირანი)
3.ტერენს ჯენინგსი (აშშ) და რულა ნიკპაი (ავღანეთი)
გოგონები – 57კგ
1.ჯეიდ ჯონსი (დიდი ბრიტანეთი)
2.ჰუ იუჟუო (ჩინეთი)
3.მარლინ არნო (საფრანგეთი) და ცენგ ლი-ჩენი (ჩინეთის ტაივანი – დამოუკიდებელი სპორტსმენი ოლიმპიური დროშით)

ფეხბურთი
1.აშშ (1.ჰოუპ სოლო, 2.ჰიზერ მიტსი, 3.ქრისტი რამპონე, 4.ბეკი საუერბრანი, 5.კელი ო’ჰარა, 6.ემი ლეპეილბეტი, 7.შენონ ბოქსი, 8.ემი როდრიგესი, 9.ჰიზერ ო’რილი, 10.კარლი ლოიდი, 11.სიდნეი ლერუ, 12.ლორენ ჩეინი, 13.ალექს მორგანი, 14.ები უემბეხი, 15.მეგან რაპინო, 16.რეიჩელ ბოლერი, 17.ტობინ ჰითი, 18.ნიკოლ ბერნჰარტი; მწვრთნელი: პია სუნდეიჯი)
2.იაპონია (1.მიჰო ფუკუმოტო, 2.იუკარი კინგა, 3.აზუსა ივაშიმიცუ, 4.საკი კუმაგაი, 5.აია სამეშიმა, 6.მიზუო საკაგუჩი, 7.კოზუე ანდო, 8.აია მიიამა, 9.ნაომი კავასუმი, 10.ჰომარე სავა, 11.შინობუ ონო, 12.კიოკო იანო, 13.კარინა მარიამა, 14.ასუნა ტანაკა, 15.მეგუმი ტაკასე, 16.მანა ივაბუჩი, 17.იუკი ოგიმი, 18.აიუმი კაიჰორი; მწვრთნელი: ნორიო სასაკი)
3.კანადა (1.კატარინა ლებლანი, 2.ემილი ზურერი, 3.ჩელსი სტიუარტი, 4.კარმელინა მოშატო, 5.რობინ გეილი, 6.კეილინ კაილი, 7.რიენ უილკინსონი, 8.დაიან მეთისონი, 9.ქენდის ჩეპმენი, 10.ლორენ სესელმანი, 11.დეზირე სკოტი, 12.ქრისტინ სინკლერი, 13.სოფი შმიდტი, 14.მელისა ტანკრედი, 15.კელი პარკერი, 16.ჯონელ ფილინო, 17.ბრიტანი ტიმკო, 18.ერინ მაკლეოდი, 19.მელანი ბუთი, 20.მარი-ივ ნოლი; მწვრთნელი: ჯონ ჰერდმანი)

ცურვა
გოგონები – მარათონი (10კმ)
1.ევა რიშტოვი (უნგრეთი) – 1:57:38.2სთ
2.ჰელი ანდერსონი (აშშ) – 1:57:38.6სთ
3.მარტინა გრიმალდი (იტალია) – 1:57:41.8სთ

ცხენოსნობა
წვრთნა
1.შარლოტ დუჟარდინი (დიდი ბრიტანეთი) – 90.089 ქულა
2.ადელინდე კორნელისენი (ნიდერლანდები) – 88.196 ქულა
3.ლაურა ბეხტოლშაიმერი (დიდი ბრიტანეთი) – 84.339 ქულა

წყალბურთი
1.აშშ (1.ელიზაბეტ არმსტრონგი, 2.ჰიზერ პეტრი, 3.მელისა სიდემანი, 4.ბრენდა ვილა, 5.ლორენ ვენგერი, 6.მეგი სტეფენსი, 7.კორტნი მეთიუსონი, 8.ჯესიკა სტეფენსი, 9.ელსი ვაინდსი, 10.კელი რულონი, 11.ანიკა დრიესი, 12.კემი კრეიგი, 13.ტუმუა ანაე; მწვრთნელი: ადამ კრიკორიანი)
2.ესპანეთი (1.ლაურა ესტერი, 2.მარტა ბახი, 3.ანა ესპარი, 4.როსერ ტარახო, 5.მატილდე ორტისი, 6.ჯენიფერ პარეხა, 7.ლორენა მირანდა, 8.პილარ პენია კარასკო, 9.ანდრეა ბლასი, 10.ონა მესეგუერი, 11.მაისა გარსია გოდოი, 12.ლაურა ლოპესი, 13.ანა კოპადო; მწვრთნელი: მიკი ოკა)
3.ავსტრალია (1.ვიქტორია ბრაუნი, 2.ჯემა ბრედსუორსი, 3.სოფი სმიტი, 4.ჰოლი ლინკოლნ-სმითი, 5.ჯეინ მორენი, 6.ბრონუენ ნოქსი, 7.როუენა ვებსტერი, 8.კეიტ გინტერი, 8.გლენკორა რალფი, 10.ეშლი საუზერნი, 11.მელისა რიპონი, 13.ნიკოლა ზაგამე, 13.ალისია მაკკორმეკი; მწვრთნელი: გრეგ მაკფადენი)

წყალში ხტომა
გოგონები – კოშკი (10მ)
1.ჩენ რუოლინი (ჩინეთი) – 422.30 ქულა
2.ბრიტანი ბრობენი (ასვტრალია) – 366.50 ქულა
3.პანდელელა რინონგი (მალაიზია) – 359.20 ქულა

ka_GEGeorgian