ლონდონი 2012: 12 აგვისტო

იქნებ შევძლოთ?

დღეს, როცა უკანასკნელი მედლები თამაშდება, მართლა ძალიან მინდა, რომ ჩვენმა სპორტსმენებმა გაგვახარონ. განვლილ დღეებში სულ იმას ვიძახდი, საქართველომ ეს ოლიმპიადა ჩააგდო და არც ის მჯერა, ჩვენი ოლიმპიური კომიტეტის მართლა ლამაზი დევიზი გამართლდეს-მეთქი, მაგრამ მოჭიდავეები მედალს-მედალზე იღებენ და ამიტომაც: იქნებ შევძლოთ.

მოკლედ: უკეთ, ვიდრე პეკინში!

დღეს თავისუფალი სტილის ბოლო ორ მოჭიდავესაც ვიხილავთ: 66კგ-ში ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფალავანი ოთარ თუშიშვილი იასპარეზებს, 96-ში კი არანაკლებ ტიტულიანი გიორგი გოგშელიძე გავა ხალიჩაზე. ორივე ძალიან ძლიერი სპორტსმენია, უამრავი გამარჯვება უზეიმიათ და მთელი ქვეყანა მათგან მედალს რომ ელის, თავისთავად გასაგებია.

გუშინ საქართველომ ვერცხლი და ბრინჯაო მიითვალა. დავით მარსაგიშვილი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ძალიან დამაჯერებელი იყო, პირველივე წამებიდან მივხვდი, რომ ბრინჯაოს მედალი მას დარჩებოდა, შანსი არ დაუტოვა მეტოქეს!

რაც შეეხება დათო მოძმანაშვილს, ახალგაზრდა ქართველმა ფალავანმა ჭიდაობის ლეგენდასთან წააგო. სპორტის ამ უძველესი სახეობის დიდი მცოდნე არ ვარ, უბრალოდ, როცა არტურ ტაიმაზოვის ბიოგრაფია წავიკითხე, მივხვდი, რომ უზბეკი უნიკალური სპორტსმენია! კაცი ზედიზედ ოთხჯერ რომ იჭიდავებ ოლიმპიადის ფინალს – მოიგებ თუ წააგებ, ეს სხვა საქმეა – უკვე ძალიან მაგარი ხარ, მაგრამ 3-ჯერ რომ გახდები პირველი…

სწორედ ასეთებს უწოდებენ ლეგენდას. ტაიმაზოვი თავისუფალი სტილის პირველი მძიმეწონოსანი მოჭიდავეა, ვინც 3-ჯერ მოიგო ოლიმპიადა: ათენში, პეკინში და გუშინ, ლონდონში. 2000 წელს სიდნეიში ის გადამწყვეტ პაექრობაში დამარცხდა.

დათო ახალგაზრდაა და გუშინდელი მარცხის გამო ხელის ჩაქნევა არ ღირს. ახლა მთავარი თავდადებული ვარჯიშია, თორემ ნიჭიერი რომაა, ეს ნახევარფინალშიც დაგვანახა. დიდი გამარჯვებები კი აუცილებლად მოვა. მაგალითად იგივე ტაიმაზოვიც გამოდგება: სიდნეიში წაგებულ ფინალს 3 ოლიმპიური ოქრო მიაყოლა, ასე რომ…

და ვინ არის ლონდონის ოლიმპიური სტადიონის ნაღდი ვარსკვლავი? აწ უკვე ორგზის ჩემპიონი, ბრიტანელი სტაიერი მო ფარა და 3-გზის ტრიუმფატორი იამაიკელი უსეინ ბოლტი.

ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, როცა თამაშებს გაიხსენებენ და ლონდონი 2012-ის მთავარ ვარსკვლავებს დაასახელებენ, არტურ ტაიმაზოვი ეგებ ახსენონ კიდეც, ამაზე თავს ნაღდად ვერ დავდებ, მაგრამ ჩამონათვალში ერთ-ერთი პირველი უსეინ ბოლტი რომ იქნება, ეს ჩემთვის დღესავით ნათელია: გუშინ მან მესამე ოქრო მოიგო და ოლიმპიური თამაშების 6-გზის გამარჯვებული გახდა!

4X100-ზე ესტაფეტის მთავარი ფავორიტი იამაიკა რომ იყო, ეს ყველამ იცოდა. ისიც ყველას მოეხსენებოდა, რომ კუნძულელები მსოფლიო რეკორდს შეუტევდნენ, მაგრამ 37 წამში თუ ჩაეტეოდნენ… ის, რაც გუშინ იამაიკის ნაკრებმა შეძლო, ეს ფანტასტიკაა და სხვა არაფერი! აი, მექსიკის ოლიმპიადაზე ბობ ბიმონის „საუკუნის ნახტომი“ რაც იყო, ვფიქრობ, დაახლოებით იგივეა იამაიკელთა ეს მიღწევა. შეიძლება ვაჭარბებ, მაგრამ ახლა, როცა ამ დაუვიწყარი გარბენიდან ერთი დღეც არაა გასული, სხვას ვერაფერს ვამბობ.

დისტანციაზე პირველი ნესტა კარტერი იდგა. მაიკლ ფრატერი – მეორე. მერე იოჰან ბლეიკი იყო. ბოლოს ბოლტი. საბოლოოდ 36.84! პირველ ორას მეტრზე ამერიკელებმა დაჩრდილეს მეტოქე, მაგრამ ბლეიკთან და ბოლტთან ვერაფერი გააწყვეს. უსეინ ბოლტი ერთადერთი სპრინტერია ისტორიაში, რომელმაც 100, 200 და 4X100 მეტრზე ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე მოიგო ოქროს მედლები!

არის თუ არაეგენდა? იცით, სჯობს სპორტსმენი მხოლოდ მაშინ შევაფასოთ, როცა კარიერას დაასრულებს. ჩემთვის ლეგენდა კარლ ლუისია – 4 ოლიმპიადა მოიგო, ბოლტზე კი იგივეს ვერ ვიტყვი. როცა სპორტიდან წავა, მერე, თუ ჩემი აზრი დაგაინტერესებთ, შევაფასებ“, – საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ბელგიელი პრეზიდენტი ჟაკ როგე, ვინც ბოლო ვადითაა ამ თანამდებობაზე, უსეინ ბოლტის ნათქვამს გამოეხმაურა, აქაოდა, ყველა დროის საუკეთესო მძლეოსანი ვარო. იამაიკელმა ეს 200 მეტრზე ოქროს მოგების შემდეგ თქვა…

კიდევ ვინ შეიძლება, რომ ლონდონი 2012-ის ვარსკვლავად ჩავთვალოთ? არაერთი სპორტსმენი, გუშინდელი ტრიუმფის შემდეგ კი მასპინძელთა სიამაყე, სტაიერი მო ფარაც: 5 000 მეტრზე სირბილში მან დიდი ბრიტანეთის მძლეოსანთა ნაკრებს მე-4 ოქროს მედალი მოუტანა! სტატისტიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბრიტანელმა მძლეოსნებმა ოლიმპიადაზე 4 ოქროს მედალი მხოლოდ მესამედ მოიპოვეს: ტოკიოს 1964 და მოსკოვის 1980 წლის თამაშების შემდეგ.

გუნდურ შეჯიბრებში ბრაზილიას ორი ოქროს მოგება შეეძლო, მაგრამ მხოლოდ ერთს შეწვდა: ფრენბურთელმა გოგონებმა ბრწყინვალე სტილში დაამარცხეს ამერიკელები – 3:1 და პეკინში მოგებული ტიტული შეინარჩუნეს, აი მანო მენეზესის სელესაომ კი…

ბრაზილია ბრწყინვალე იყო ფინალამდე, ყველა შეხვედრაში 3-3 გოლს იტანდა, მაგრამ ეტყობა ამ გუნდს „ოლიმპიური კომპლექსი“ გამოუმუშავდა. თუ პეკინში მეტოქე არგენტინა იყო და ბრაზილია ერთპიროვნულ ფავორიტად ვერ ჩაითვლებოდა, ახლა წინ მექსიკა ედგა, კარგი, მაგრამ არა დაუმარცხებელი გუნდი. მაგრამ ბრაზილიამ მაინც წააგო – 1:2 და ოლიმპიური ოქრო კვლავ ოცნებად დაურჩა.

მექსიკელმა ორიბე პერალტამ გუშინ ორჯერ გაუტანა სელესაოს. მისი პირველი გოლი ფიფა-ს მიერ აღიარებულ საერთაშორისო სანაკრებო ტურნირების ფინალში ყველაზე სწრაფი გამოდგა – თავდამსხმელმა 28-ე წამზე გაიხარა! მერე პერალტამ მეორეც შეაგდო. ჰალკმა თამაშის მიწურულს ერთი ბურთი კი გაქვითა, მაგრამ ამით საქმეს არ ეშველა.

ჩვენ მომავლის გუნდს ვაშენებთ. ამ ბრაზილიამ ქვეყანას ფიფას ოქროს თასი მეექვსედ უნდა მოუტანოს“! – თქვა ვიცე-ჩემპიონთა გულგატეხილმა თავკაცმა მანო მენეზესმა.

გუშინვე ამერიკის ქალ კალათბურთელთა ნაკრებმა ზედიზედ მეხუთედ მოიგო ოლიმპიადა! გოგონებმა ფინალში საფრანგეთს ისე აჯობეს, ბიჭებმა რომ იციან ხოლმე – 86:50. ამ გუნდმა ოლიმპიადაზე ზედიზედ 41-ე შეხვედრა მოიგო, მაგრამ ამას თავი დავანებოთ: ქალთა სხვა გუნდს არცერთ სახეობაში მოუგია თამაშები ზედიზედ ხუთჯერ! ტამიკა კეტჩინგსი, დაიანა ტაურასი და სუ ბერდი მთავარმა მწვრთნელმა საფინალო სასტვენამდე ორი წუთით ადრე გაიყვანა – სამგზის ოლიმპიური ჩემპიონები მთელმა დარბაზმა ტაშით გააცილა.

დღეს ბოლო დიდი ფინალებია: კალათბურთში აშშ ესპანეთის წინააღმდეგ, ფრენბურთში ბრაზილია და რუსეთი, ხელბურთში საფრანგეთი-შვედეთი და წყალბურთში იტალია-ხორვატია. ამ მატჩებს ისეთი ამბები უძღვის წინ, სათქმელი ხვალაც ბევრი იქნება, ასე რომ, ჩემი ოლიმპიური დღიურის ბოლოსწინა წერილს აქ დავასრულებ.

ერთს გეტყვით მხოლოდ: რაც უნდა მოხდეს, თამაშების დახურვის ცერემონიალი არ გამოტოვოთ. უკვე ითქვა, რომ სანახაობის მთავარი ნაწილი „ბრიტანული მუსიკის სიმფონია“ იქნება.

 

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 12 აგვისტო)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი olympic.org/london-2012

მედალოსნები: 11 აგვისტო
აფროსნობა
გოგონები – ელიოტ 6მ
1.ტამარა ეჩეგოიენი, ანხელა პუმარიეხა და სოფია ტორო (ესპანეთი)
2.ოლივია პრაისი, ნინა კერტისი და ლუსინდა უითი (ავსტრალია)
3.სილია ლეჰტინენი, სილია კანერვა და მიკაელა ვულფი (ფინეთი)

ბალახის ჰოკეი
ვაჟები
1.გერმანია (4.მაქსიმილიან მიულერი, 6.მარტინ ჰანერი, 7.ოსკარ დეეკე, 8.ქრისტოფერ უესლი, 9.მორიც ფიურსტე, 13.ტობიას ჰაუკე, 14.იან-ფილიპ რაბენტე, 15.ბენჯამინ ვაისი, 17ტიმო ვაისი, 18.ოლივერ კორნი, 19.ქრისტოფერ ცელერი, 21.მაქს ვაინჰოლდი, 22.მათიას ვიტჰაუსი, 23.ფლორიან ფუქსი, 25.ფილიპ ცელერი, 26.თილო სტრალკოვსკი; მწვრთნელი: მარკუს ვიზე)
2.ნიდერლანდები (1.იააპ სტოკმანი, 3.ტიმ იენისკენსი, 4.კლაას ვერმოლენი, 5.მარსელ ბალკეშტაინი, 7.ვუტერ ჯოლი; 8.ბილი ბაკერი, 9.როდერიკ ვოსტჰოფი, 12.რობერტ კემპერმანი, 13.სანდერ ბაარტი, 14.ტონ დე ნოიერი, 16.ფლორის ევერსი, 19.ბობ დე ვოოგდი, 20.სანდერ დე ვინი, 22.როჯიერ ჰოფმანი, 24.რობერტ ვან დერ ჰორსტი, 26.ვალენტინ ვერგა, 30.მინკ ვან დერ ვეერდენი; მწვრთნელი: პოლ ვან ასი)
3.ავსტრალია (1.ჯეიმი დუაიერი, 2.ლაიამ დე იანგი, 3.საიმონ ორშერი, 4.გლენ ტერნერი, 5.ქრის სირიელო, 8.მეთიუ ბუტურინი, 9.მარკ ნოულსი, 10.რასელ ფორდი; 11.ედი ოკენდენი, 15.ჯოელ კეროლი, 16.ემტიუ გოდესი, 19.ტიმ დევინი, 20.მეტიუ სუონი, 22.ნათან ბარჯერსი, 27.კიარან გოვერსი, 31.ფერგუს კავანა; მწვრთნელი: რიკ ჩარლზუორსი)

ველოსპორტი
გოგონები – ქროსქანთრი (29.3კმ)
1.ჟული ბრესე (საფარნგეთი) – 1:30:52სთ
2.საბინ სპიცი (გერმანია) – 1:31:54სთ
3.ჯორჯია გოულდი (აშშ) – 1:32:00სთ

თავისუფალი ჭიდაობა
ვაჟები – 60კგ
1.თოღრულ ასგაროვი (აზერბაიჯანი)
2.ბესიკ კუდუხოვი (რუსეთი)
3.კოულმენ სკოტი (აშშ) და იოგეშვარ დუტი (ინდოეთი)
*-მალხაზ ზარქუა
1/8 – ვასილ ფედორიშინი (უკრაინა) – 2:0, 3:0
1/4 – კოულმენ სკოტი (აშშ) – 0:1, 0:7
ვაჟები – 84კგ
1.შარიფ შარიფოვი (აზერბაიჯანი)
2.ჯეიმი ესპინალი (პუერტო რიკო)
3.დავით მარსაგიშვილი (საქართველო) და ეჰსან ლაშგარი (ირანი)
*-დავით მარსაგიშვილი
1/8 – ორგოდოლინ იუიტუმენი (მონღოლეთი) – 9:1, 7:4
1/4 – ხაიმე ესპინალი (პუერტო რიკო) – 4:6, 1:7
რეპეშაჟი – ენდრიუ დიკი (ნიგერია)მეტოქე არ გამოცხადდა
III – სოსლან გაციევი (ბელარუსი) – 3:0, 3:1
ვაჟები – 120კგ
1.კომეილ ღასემი (ირანი)
2.ბილიალ მახოვი (რუსეთი)
3.ტერველ დლაგნევი (აშშ) და დაულეტ შაბანბეი (ყაზახეთი)
*-ჩემპიონი არტურ ტაიმაზოვს (უზბეკეთი) და ვიცე-ჩემპიონ დავით მოძმანაშვილს (საქართველო) ქლოროდეჰიდრომეთილტესტერონის მიღების გამო დისკვალიფიკაცია მიესაჯათ და მედლები ჩამოერთვათ.

თანამედროვე ხუთჭიდი
ვაჟები
1.დავიდ სვობოდა (ჩეხეთი) – 5 928 ქულა (ოლიმპიური რეკორდი)
2.საო ჟონრონი (ჩინეთი) – 5 904 ქულა
3.ადამ მაროში (უნგრეთი) – 5 836 ქულა

კაიაკი და კანოე
ვაჟები – კანოე, 200მ
1.იური ჩებანი (უკრაინა) – 42.291წმ
3.ივან შტილი (რუსეთი) – 42.853წმ
2*-ლიეტუველი ევგენი სლოხინი დისკვალიფიცირებულია და ვერცხლის მედალი ჩამოერთვა. მეორე ადგილოსანი სოკ-ს ჯერ არ დაუსახელებია
ვაჟები – კაიაკი, 200მ
1.ედ მაკკივერი (დიდი ბრიტანეთი) – 36.246წმ
2.სოლ კრავიოტო (ესპანეთი) – 36.540წმ
3.მარკ დე იონგე (კანადა) – 36.657წმ
ვაჟები – ორადგილიანი კაიაკი, 200მ
1.იური პოსტრიგაი და ალექსანდრ დიაჩენკო (რუსეთი) – 33.507წმ
2.რამან პიატრუშენკა და ვაძიმ მახნეუ (ბელარუსი) – 34.266წმ
3.ლაიამ ჰითი და ჯონ შოფილდი (დიდი ბრიტანეთი) – 34.421წმ
გოგონები – კაიაკი, 200მ
1.ლიზა კერინგტონი (ახალი ზელანდია) – 44.638წმ
2.ინა ოსიპენკო-რადომსკა (უკრაინა) – 45.053წმ
3.ნატაშა დუშევ-იანიჩი (უნგრეთი) – 45.128წმ

კალათბურთი
გოგონები
1.აშშ
(4.ლინდი უელენი, 5.სეიმონ აუგუსტუსი, 6.სუ ბერდი, 7.მაია მური, 8.ეინჯელ მაკკაუთრი, 9.ასია ჯონსი, 10.ტამიკა კეჩინგსი, 11.სვინ ქეში, 12.დაიანა ტაურასი, 13.სილვია ფაულსი, 14.ტინა ჩარლზი, 15.ქენდის პარკერი; მწვრთნელი: ჯინო ორიემა)
2.საფრანგეთი (4.იზაბელ იაკუბუ, 5.ენდინ მიემი, 6.კლემენს ბეიკსი, 7.სანდრინ გრუდა, 8.ედვიგე ლოუსონ-უეიდი, 9.სელინ დუმერი, 10.ფლორენს ლეპრონი, 11.ემილი გომისი, 12.მერიონ ლაბორდე, 13.ელოდი გოდინი, 14.ემელინ ნდონგუე, 15.ჯენიფერ დიგბო; მწვრთნელი: პიერ ვინსენი)
3.ავსტრალია (4.ჯენა ო’ჰეა, 5.სამანტა რიჩარდსი, 6.ჯენიფერ სკრინი, 7.ები ბიშოპი, 8.სიუზი ბეტკოვიჩი, 9.კეთლინ მაკლეოდი, 10.კრისტი ჰაროუვერი, 11.ლაურა სამერტონი, 12.ბელინდა სნელი, 13.რეიჩელ ჯერი, 14.ლიზ კემბიჯი, 15.ლორენ ჯეკსონი; მწვრთნელი: კერი გრაფი)

კრივი
ვაჟები – 49კგ
1.ჟუ შიმინი (ჩინეთი)
2.კაეო პონგპრაიოონი (ტაილანდი)
3.პედი ბარნსი (ირლანდია) და დავიდ აირაპეტიანი (რუსეთი)
ვაჟები – 56კგ
1.ლუკ კემპბელი (დიდი ბრიტანეთი)
2.ჯონ ჯოი ნევინი (ირლანდია)
3.ლაზარო ალვარესი (კუბა) და სატოში შიმიცუ (იაპონია)
*-მერაბ თურქაძე
ვერ აიწონა და ალჟირელ მუჰამედ ამინ უადაჰისთან 1/32 ფინალში წაგება ჩაეთვალა
ვაჟები – 64კგ
1.რონიელ იგლესიასი (კუბა)
2.დენის ბერინჩუკი (უკრაინა)
3.ვინჩენცო მანიაკაპრე (იტალია) და ურანჩიმეგიინ მიონხ-ერდენე (მონღოლეთი)
ვაჟები – 75კგ
1.რუიოტა მურატა (იაპონია)
2.ესკუივა ფალკაო (ბრაზილია)
3.ანტონი ოგოგო (დიდი ბრიტანეთი) და აბოს ატოევი (უზბეკეთი)
ვაჟები – 91კგ
1.ალექსანდრ უსიუკი (უკრაინა)
2.კლემენტე რუსო (იტალია)
3.ტერველ პულევი (ბულგარეთი) და ტეიმურ მამადოვი (აზერბაიჯანი)

მძლეოსნობა
ვაჟები – 5 000მ
1.მო ფარა (დიდი ბრიტანეთი) – 13:41.66წთ
2.დეჯენ გებრემესკელი (ეთიოპია) – 13:41.98წთ
3.თომას პკემეი ლონგოსივა (კენია) – 13:42.36წთ
ვაჟები – 4X100მ
1.იამაიკა (ნესტა კარტერი, მაიკლ ფრეტერი, იოჰან ბლეიკი, უსეინ ბოლტი) – 36.84წმ (მსოფლიო რეკორდი)
2.ტრინიდადი და ტობაგო (კესტონ ბლედმენი, მარკ ბერნსი, ემანუელ სელენდერი, რიჩარდ თომფსონი) – 38.12წმ
3.საფრანგეთი (ჯიმი ვიკო, კრისტოფ ლემეტრი, პიერ-ალექსის პესონო, რონალდ პონონი) – 38.16წმ
ვაჟები – სპორტული სიარული, 50კმ
1.ჯარედ ტელენტი (ავსტრალია) – 3:36:53სთ
2.სი ტიანფენი (ჩინეთი) – 3:37:16სთ
3.რობერტ ჰეფერნენი (ირლანდია) – 3:37.54სთ
*-მაციეი როსიევიჩი
4:05:20სთ – 41-ე ადგილი
ვაჟები – შუბის ტყორცნა
1.კეშომ უოლკოტი (ტრინიდადი და ტობაგო) – 84.58მ
2.ანტი რუუსკანენი (ფინეთი) – 84.12მ
3.ვიტეშლავ ვესელი (ჩეხეთი) – 83.34მ
გოგონები – 800მ
1.კასტერ სემენია (სამხრეთი აფრიკა) – 1:57.23წთ
2.ეკატერინა პოისტოგოვა (რუსეთი) – 1:57.53წთ
3.პამელა ჯელიმო (კენია) – 1:57.59წთ
გოგონები – 4X400მ
1.აშშ (დედე ტროტერი, ელისონ ფელიქსი, ფრანსენა მაკკორორი, სანია რიჩარდ-როსი) – 3:16.87წთ
2.იამაიკა (ქრისტინ დეი, როზმარი უაითი, შერიკა უილიამსი, ნოვლინ უილიამს-მილსი) – 3:20.95წთ
3.უკრაინა (ალინა ლოვინენკო, ოლგა ზემლიაკი, იანა იაროშჩუკი, ნატალია პრიჰიდა) – 3:23.95წთ
გოგონები – სპორტული სიარული, 20კმ
1.ელენა ლაშმანოვა (რუსეთი) – 1:25:02სთ (მსოფლიო რეკორდი)
2.ქიეიან შინჟიე (ჩინეთი) – 1:25:16სთ
3.ლიუ ჰონი (ჩინეთი) – 1:26:00სთ
გოგონები – სიმაღლეზე ხტომა
1.ანა ჩიჩეროვა (რუსეთი) – 2.05მ
2.ბრიჯეტა ბარეტი (აშშ) – 2.03მ
3 – რუსი სვეტლანა შკოლინა დისკვალიფიცირებულია და ბრინჯაოს მედალი ჩამოერთვა. სოკ-ს მესამე ადგილის მფლობელი ჯერ არ დაუსახელებია.

მხატვრული ტანვარჯიში
მრავალჭიდი
1.ევგენია კანაევა (რუსეთი) – 116.900 ქულა
2.დარია დმიტრიევა (რუსეთი) – 114.500 ქულა
3.ლუბოვ ჩერკაშინა (ბელარუსი) – 111.700 ქულა

ტაეკვონდო
ვაჟები – +80კგ
1.კარლო მოლფეტა (იტალია)
2.ენტონი ობამე (გაბონი)
3.რობელის დესპეინი (კუბა) და ლიუ შიაობო (ჩინეთი)
გოგონები – +67კგ
1.მილიცა მანდიჩი (სერბეთი)
2.ენ-კეროლაინ გრაფე (საფრანგეთი)
3.ანასტასია ბარიშნიკოვა (რუსეთი) და მარია ესპინოზა (მექსიკა)

ფეხბურთი
ვაჟები
1.მექსიკა
მეკარეები – 1.ხოსე დე ხესუს კორონა (კაპ), 18.ხოსე ანტონიო როდრიგესი
მცველები – 2.ისრაელ ხიმენესი, 3.კარლოს სალსიდო, 4.ირამ მიერი, 5.დარვინ ჩავესი, 13.დიეგო რეიესი, 15.ნესტორ ვიდრიო, 16.მიგელ პონსე, 17.ნესტორ არაუხო
ნახევარმცველები – 6.ექტორ ერერა, 7.ხავიერ კორტესი, 8.მარკო ფაბიანი, 11.ხავიერ აკინო, 14.ხორხე ენრიკესი
თავდამსხმელები – 9.ორიბე პერალტა, 10.ჯოვანი დოს სანტოსი, 12.რაულ ხიმენესი
მწვრთნელი: ლუის ფერნანდო ტენა
2.ბრაზილია
მეკარეები – 1.გაბრიელი, 18.ნეტუ
მცველები – 2.რაფაელი, 3.ტიაგუ სილვა (კაპ), 4.ჟუან ჟესუსი, 6.მარსელო, 13.ბრუნო უვინი, 14.დანილო, 15.ალექს სანდრო
ნახევარმცველები – 5.სანდრო, 8.რომულო, 10.ოსკარი, 16.განსო
თავდამსხმელები – 7.ლუკას მოურა, 9.ლეანდრო დამიაო, 11.ნეიმარი, 12.ჰალკი, 17.ალეშანდრუ პატუ
მწვრთნელი: მანო მენეზესი
3.სამხრეთი კორეა
მეკარეები – 1.იუნგ სუნ-რიონგი, 18.ლი ბუმ-იანგი
მცველები – 2.ო ჯაე-სუკი, 3.იუნ სუკ-იანგი, 4.კიმ იონ-გვონი, 5.კიმ კეე-ჰე, 12.ჰვანგ სეოკ-ჰო, 14.კიმ ჩანგ-სო
ნახევარმცველები – 6.კი სუნ-იენგი, 7.კიმ ბო-კიონგი, 8.ბაეკ სუნგ-დონგი, 9.ჯი დონ-ვონი, 11.ნამ ტაე-ჰე, 13.კოო ჯა-ჩეოლი (კაპ), 15.პარკ იონგ-ვო, 16.იუნგ ვო-იონგი
თავდამსხმელები – 10.მარკ ჩუ-იანგი, 17.კიმ ჰიუნ-სუნი
მწვრთნელი: ჰონ მიუნ-ბო

ფრენბურთი
გოგონები
1.ბრაზილია (1.ფაბიანა კლაუდინიო, 3.დანი ლინსი, 4.პაულა პეკუენო, 5.ადენისია და სილვა, 6.თაისა მენეზესი, 8.ჟაკელინ კარვალიუ, 9.ფერნანდა ფერეირა, 11.ტანდარა კაიშეტა, 12.ნატალია პერეირა, 13.შეილა კასტრო, 14.ფაბიანა დე ოლივეირა, 16.ფერნანდა გარაი; მწვრთნელი: ჯოზე რობერტუ გიმარაეში)
2.აშშ (2.დანიელე სკოტ-არუდა, 3.ტაიბა ჰანეეფ-პარკი, 4.ლინდსი ბერგი, 5.ტამარი მიაშირო, 6.ნიკოლ დეივისი, 10.ჯორდან ლარსონი, 11.მეგან ჰოჯი, 13.ქრისტა ჰარმოტო, 15.ლოგან ტომი, 16.ფოლუკე აკინრადევო, 17.კორტნი თომფსონი, 19.დესტინ ჰუკერი; მწვრთნელი: ჰიუ მაკკაჩენი)
3.იაპონია (2.ჰიტომი ნაკამიჩი, 3.იოში ტაკეშიტა, 4.მაი იამაგუჩი, 5.ერიკა არაკი, 7.კაორი ინუე, 8.მაიკო კანო, 10.იუკო სანო, 11.აი ოტომო, 12.რისა შინაბე, 14.საორი საკოდა, 16.იუკიკო ებატა, 18.საორი კიმურა; მწვრთნელი: მასაიოში მანაბე)

წყალში ხტომა
ვაჟები – კოშკი (10მ)
1.დევიდ ბუდია (აშშ) – 568.65 ქულა
2.ქიუ ბო (ჩინეთი) – 566.85 ქულა
3.ტომ დელეი (დიდი ბრიტანეთი) – 556.95 ქულა

ხელბურთი
გოგონები
1.ნორვეგია (1.კარი აალვიკ გრიმსბიო, 5.იდა ალსტადი, 6.ჰეიდი ლიოკე, 7.ტონიე ნიოსტვოლდი, 8.კაროლინ დირე ბრეივანგი, 9.კრისტინე ლუნდე-ბორგერსენი, 11.კარი მეტე იოჰანესენი, 13.მარიტ მალ ფრაფიორდი, 15.ლინ იორუმ სულანდი, 16.კატრინე ლუნდე ჰარალდსენი, 18.ლინ-კრისტინ რიეგელჰუტ კორენი, 21.გიორილ სნოროეგენი, 22.ამანდა კურტოვიჩი, 23.კამილა ჰერემი; მწვრთნელი: თორირ ჰერგეირსონი)
2.მონტენეგრო (1.მარინა ვუკცევიჩი, 2.რადმილა მილიანიჩი, 4.იოვანკა რადიცევიჩი, 6.ანკა დოკიჩი, 8.მარია იოვანოვიჩი, 9.ანა რადოვიჩი, 10.ანჯელა ბილატოვიჩი, 12.სონია ბარიაკტაროვიჩი, 14.მაია სავიჩი, 17.ბოიანა პოპოვიჩი, 26.სუზანა ლაზოვიჩი, 32.კატარინა ბულატოვიჩი, 77.მაიდა მეჰმედოვიჩი, 90.მილენა კნეჟევიჩი; მწვრთნელი: დრაგან აჯიჩი)
3.ესპანეთი (2.მარტა ლოპესი, 3.ანდრეა ბარნო, 4.კარმენ მარტინი, 6.ნელი კარლა ალბერტო, 7.ბეატრის ფერნანდესი, 8.ვერონიკა კუადრადო, 9.მარტა მანგუე, 10.მაკარენა აგუილარი, 12.სილვია ნავარო, 13.ჯესიკა ალონსო, 17.ელიზაბეტ პინედო, 18.ბეგონია ფერნანდესი, 21.ვანესა ამორო, 30.პატრისია ელორსა, 39.მიჰაელა ჩიობანუ; მწვრთნელი: ხორხე დუენიასი)

ka_GEGeorgian