ლონდონი 2012: 13 აგვისტო

კარგია ყველაფერი, რაც კარგად მთავრდება.

ზაფხულის XXX ოლიმპიური თამაშები დღეს უკვე ისტორიაა თავის სიხარულით და იმედგაცრუებით, გმირებით და ვარსკვლავებით, რეკორდებით და დაუვიწყარი გამარჯვებებით.

ჩვენმა ოლიმპიურმა გუნდმა თამაშებზე ასპარეზობის მანძილზე ყველაზე მეტი მედალი მოიპოვა – 7!

და თან, პირველად ყველა სინჯისა: ოქროთი ერთხელ გავიხარეთ, ვერცხლი და ბრინჯაო კი 3-3-ჯერ გვერგო. ამ შედეგით ჩვენი გუნდი საერთო ჩათვლაში 39-ე ადგილზე გავიდა. მექსიკასთან ერთად.

კარგია ეს თუ ცუდი, გავაუმჯობესეთ გუნდური შედეგი თუ პირიქით, რეგრესი გვქონდა, ამაზე მოგვიანებით იტყვიან ჩვენი სპორტის მესვეურები. ახლა, ოლიმპიადის დახურვის ძალიან ლამაზი ცერემონიალის შემდეგ ამის დრო არაა.

ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი; მოჭიდავეები რევაზ ლაშხი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, დავით მოძმანაშვილი, მანუჩარ ცხადაია, დათო მარსაგიშვილი, გიორგი გოგშელიძე – ესენი ჩვენი მედალოსნები არიან. მათი კარგი ასპარეზობის შემდეგ ლონდონის სპორტულ დარბაზებში ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა 7-jer აფრიალდა!

4 წლის შემდეგ ოლიმპიადას ათასფეროვანი რიო დე ჟანეირო უმასპინძლებს. 2016 წლის ზაფხულში იქ, იპანემას და კოპაკაბანას პლაჟების სიახლოვეს ძალიან დაცხება.

რიოში საქართველოს სხვა ოლიმპიური გუნდი ჩავა. და მჯერა, რომ ბრაზილიიდან ქართველი სპორტსმენები უკეთესი შედეგით დაბრუნდებიან.

ახლა კი, რაც იყო, იყო. ლონდონი 2012 დამთავრდა.

მასთან ერთად ჩემი დღიურებიც. ბედნიერად!

 

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 13 აგვისტო)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი olympic.org/london-2012

მედალოსნები: 12 აგვისტო
ველოსპორტი
ვაჟები – ქროსქანთრი (34.1კმ)
1.იაროსლავ კულჰავი (ჩეხეთი) – 1:29:07სთ
2.ნინო შურტერი (შვეიცარია) – 1:29:08სთ
3.მარკო აურელიო ფონტანა (იტალია) – 1:29:32სთ

თავისუფალი ჭიდაობა
ვაჟები – 66კგ
1.ტაცუჰირო იონემიცუ (იაპონია)
2.სუშილ კუმარი (ინდოეთი)
3.აკჟურეკ ტანატაროვი (ყაზახეთი) და ლივან ლოპესი (კუბა)
*-ოთარ თუშიშვილი
1/8 – იხტიორ ნავრუზოვი (უზბეკეთი) – 1:3, 1:2
ვაჟები – 96კგ
1.ჯეიკ უორნერი (აშშ)
2.ვალერი ანდრიიცევი (უკრაინა)
3.გიორგი გოგშელიძე (საქართველო) და ხეთაგ გაზიუმოვი (აზერბაიჯანი)
*-გიორგი გოგშელიძე
1/8 – სალეჰ ემარა (ეგვიპტე) – მეტოქე არ გამოცხადდა
1/4 – ნიკოლაე ჩებანი (მოლდოვა) – 1:0, 1:0
1/2 – ჯეიკ უორნერი (აშშ) – 2:0, 0:1, 0:1
III – ყურბან ყურბანოვი (უზბეკეთი) – 0:1, 4:0, 2:0

თანამედროვე ხუთჭიდი
გოგონები
1.ლაურა ასადაუსკაიტე (ლიეტუვა) – 5 408 ქულა (ოლიმპიური რეკორდი)
2.სამანტა მარი (დიდი ბრიტანეთი) – 5 356 ქულა
3.იანე მარკეში (ბრაზილია) – 5 340 ქულა

კალათბურთი
ვაჟები
1.აშშ
(4.ტაისონ ჩენდლერი, 5.კევინ დურანტი, 6.ლებრონ ჯეიმსი, 7.რასელ უესტბრუკი, 8.დერონ უილიამსი, 9.ანდრე იგუოდალა, 10.კობი ბრაიანტი, 11.კევინ ლავი, 12.ჯეიმს ჰარდენი, 13.კრის პოლი, 14.ენტონი დევისი, 15.კარმელო ენტონი; მწვრთნელი: მაიკ კრჟიჟევსკი)
2.ესპანეთი (4.პო გასოლი, 5.რუდი ფერნანდესი, 6.სერხიო როდრიგესი, 7.ხუან კარლოს ნავარო, 8.ხოსე კალდერონი, 9.ფელიპე რეიესი, 10.ვიქტორ კლავერი, 11.ფერნანდო სან ემეტერიო, 12.სერხიო ლული, 13.მარკ გასოლი, 14.სერჟ იბაკა, 15.ვიქტორ სადა; მწვრთნელი: სერჯიო სკარიოლო)
3.რუსეთი (4.ალექსეი შვედი, 5.ტიმოფეი მოზგოვი, 6.სერგეი კარასევი, 7.ვიტალი ფრიძონი, 8.ალექსანდრ კაუნი, 9.ევგენი ვორონოვი, 10.ვიქტორ ხრიაპა, 11.სემიონ ანტონოვი, 12.სერგეი მონია, 13.დმიტრი ხვოსტოვი, 14.ანტონ პანკრაშოვი, 15.ანდრეი კირილენკო; მწვრთნელი: დევიდ ბლატი)

კრივი
ვაჟები – 52კგ
1.რობეისი რამირესი (კუბა)
2.ნიამბაიარინ ტიოგსცოგტი (მონღოლეთი)
3.მიშა ალოიანი (რუსეთი) და მაიკლ კონლენი (ირლანდია)
ვაჟები – 60კგ
1.ვასილ ლომაშჩენკო (უკრაინა)
2.ჰან სოონ-ჩული (სამხრეთი კორეა)
3.იასნიელ ტოლედო (კუბა) და ევალდას პეტრაუსკასი (ლიეტუვა)
ვაჟები – 69კგ
1.სერიკ საპიევი (ყაზახეთი)
2.ფრედ ევანსი (დიდი ბრიტანეთი)
3.ტარას შელესტიუკი (უკრაინა) და ანდრეი ზამკოვოი (რუსეთი)
ვაჟები – 81კგ
1.იგორ მეხონცევი (რუსეთი)
2.ადილბეკ ნიაზიმბეტოვი (ყაზახეთი)
3.იამაგუჩი ფალკაო (ბრაზილია) და ალექსანდრ გვოზდიუკი (უკრაინა)
ვაჟები – +91კგ
1.ენტონი ჯოშუა (დიდი ბრიტანეთი)
2.რობერტო კამარელე (იტალია)
3.მაგომედრასულ მაჯიდოვი (აზერბაიჯანი) და ივან დიჩკო (ყაზახეთი)

მძლეოსნობა
ვაჟები – მარათონი
1.სტეფენ კიპროტიჩი (უგანდა) – 2:08:01სთ
2.აბელ კირუი (კენია) – 2:08:27სთ
3.ვილსონ კიპსანგ კიპროტიჩი (კენია) – 2:09:37სთ

მხატვრული ტანვარჯიში
გუნდური მრავალჭიდი
1.რუსეთი (ქსენია დუდკინა, ალინა მაკარენკო, ულიანა დონსკოვა, ანასტასია ბლიზნიუკი, კაროლინა სევასტიანოვა, ანასტასია ნაზარენკო) – 57.000 ქულა
2.ბელარუსი (მარინა გონჩაროვა, ანასტასია ივანკოვა, ნატალია ლეშჩუკი, ალექსანდრა ნარკევიჩი, ქსენია სანკოვიჩი, ალინა ტუმილოვიჩი) – 55.500 ქულა
3.იტალია (ელიზა ბლანკი, რომინა ლაურიტო, მარტა პანინი, ელიზა სანტონი, ანჟელიკა სავრაიუკი, ანდრეა სტეფანესკუ) – 55.450 ქულა

ფრენბურთი
ვაჟები
1.რუსეთი
(3.ნიკოლაი აპალიკოვი, 4.ტარას ხტეი, 5.სერგეი გრანკინი, 8.სერგეი ტეტიუხინი, 9.ალექსანდრ სოკოლოვი, 10.იური ბერეჟკო, 12.ალექსანდრ ბუტკო, 13.დმიტრი მუსერსკი, 15.დმიტრი ილინიხი, 17.მაქსიმ მიხაილოვი, 18.ალექსანდრ ვოლკოვი, 20.ალექსეი ომბოჩაევი; მწვრთნელი: ვლადიმირ ალეკნო)
2.ბრაზილია (1.ბრუნო რეზენდე, 4.უოლეს დე სოუზა, 5.სიდნეი სანტოსი, 6.ლეანდრო ვისოტო ნევეში, 7.ჟილბერტუ გოდოი ფილიო, 8.მურილიო ენდრეში, 10.სერჟიუ სანტუში, 11.ტიაგუ ალვეში, 14.როდრიგუ სანტანა, 16.ლუკას საატკამპი, 17.რიკარდო გარსია, 18.დანტე ამარალი; მწვრთნელი: ბერნარდუ რესენდე)
3.იტალია (1.ლუიჯი მასტრანჯელო, 3.სიმონე პაროდი, 6.სამუელე პაპი, 7.მიხალ ლასკო, 9.ივან ზაიცევი, 10.დანტე ბონინფანტე, 11.კრისტიან სავანი, 13.დრაგან ტრავიცა, 14.ალესანდრო ფეი, 15.ემანუელე ბირარელი, 16.ანდრეა ბარი, 17.ანდრეა ჯიოვი; მწვრთნელი: მაურო ბერუტო)

წყალბურთი
ვაჟები
1.ხორვატია
(1.იოსიპ პავიჩი, 2.დამირ ბურიჩი, 3.მიჰო ბოშკოვიჩი, 4.ნიკშა დობუდი, 5.მარო იოკოვიჩი, 6.ივან ბულიუბაშიჩი, 7.პეტარ მუსლიმი, 8.ანდრო ბუშლიე, 9.სანდრო სუკნო, 10.სამირ ბარაჩი, 11.იგორ ჰინიჩი, 12.პაულო ობრადოვიჩი, 13.ფრანო ვიჩანი; მწვრთნელი: რატკო რუდიჩი)
2.იტალია (1.სტეფანო ტემპესტი, 2.ამაურის პერესი, 3.ნიკოლო ჯიტო, 4.პიეტრო ფილიოლი, 5.ალექს ჯორჯეტი, 6.მაურიციო ფელუგო, 7.მასიმო ჯაკოპო, 8.ვალენტინო გალო, 9.კრისტიან პრეშიუტი, 10.დენი ფიორენტინი, 11.მატეო აიკარდი, 12.დანიელ პრემუში, 13.ჯაკომო პასტორინო; მწვრთნელი: ალესანდრო კამპანია)
3.სერბეთი (1.სლობოდან სორო, 2.ალეკსა შაპონჯიჩი, 3.ჟივკო გოჩიჩი, 4.ვანია უდოვიჩიჩი, 5.დუშან მანდიჩი, 6.დუშკო პიეტლოვიჩი, 7.სლობოდან ნიკიჩი, 8.მილან ალექსიჩი, 9.ნიკოლა რაჟენი, 10.ფილიპ ფილიპოვიჩი, 11.ანდრია პრლაინოვიჩი, 12.სტეფან მიტროვიჩი, 13.გოიკო პიეტლოვიჩი; მწვრთნელი: დეიან უდოვჩიჩი)

ხელბურთი
ვაჟები
1.საფრანგეთი
(2.ჟერომ ფერნანდესი, 3.დიდიე დინარი, 4.ქსავიერ ბარაშე, 5.გიიომ ჟილე, 6.ბერტრან ჟილე, 8.დანიელ ნარცისი, 9.გიიომ ჟოლი, 11.სამუელ ონრუბია, 12.დუდა კარაბუე, 13.ნიკოლა კარაბატიჩი, 16.ტიერი ომეიე, 18.უილიამ აკამბრე, 19.ლუკ აბალო, 20.სედრიკ სორაინდო, 21.მიშელ გიგუ; მწვრთნელი: კლოდ ონესტა)
2.შვედეთი (1.მატიას ანდერსონი, 3.მატიას გუსტაფსონი, 5.კიმ ანდერსონი, 6.იონას კალმანი, 7.მაგნუს იერნემირი, 10.ნიკლას ეკბერგი, 11.დალიბორ დოდერი, 15.იონას ლარჰოლმი, 18.ტობიას კარლსონი, 19.იოჰან იაკობსონი, 22.იოჰან სიოსტრანდი, 24.ფრედრიკ პეტერსენი, 25.კიმ ეკდალ დე რიეცი, 32.მატიას ზაკრისონი, 35.ანდრეას ნილსონი; მწვრთნელები: სტაფან ოლსონი და ოლა ლინდგრენი)
3.ხორვატია (1.ვენიო ლოსერტი, 4.ივანო ბალიჩი, 5.დომაგოი დუვნიაკი, 6.ბლაჟენკო ლაცკოვიჩი, 8.მარკო კოპლიარი, 9.იგორ ვორი, 10.იაკოვ გოიუნი, 13.ზლატკო ჰორვატი, 14.დრაგო ვუკოვიჩი, 20.დამირ ბიცანიჩი, 21.დენის ბუნტიჩი, 25.მირკო ალილოვიჩი, 26.მანუელ შტრლეკი, 27.ივან ცუპიჩი, 29.ივან ნინცევიჩი; მწვრთნელი: სლავკო გორლუჟა)

ka_GEGeorgian