მალე: ნიკი ლაუდას აეროპორტი

ვენის საერთაშორისო აეროპორტს, შესაძლოა, მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონის ნიკი ლაუდას სახელი მიენიჭოს. ლეგენდარული ავტომრბოლი გასულ კვირას დაკრძალეს.

ავსტრიის ინფრასტრუქტურის განვითარების ყოფილმა მინისტრმა ნორბერტ ჰოფერმა განაცხადა, რომ ნიკი ლაუდა ავსტრიის ერთ-ერთი საუკეთესო ელჩი იყო მსოფლიოს ყველა ქვეყანაში და მისი სახელი ნამდვილად იმსახურებს ამ სახით უკვდავყოფას.

ნიკი ლაუდა 1971-85 წლებში ასპარეზობდა ფორმულა 1-ში. 1975, 1977 და 1985 წლებში ლეგენდარული ავსტრიელი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, საერთო ჯამში კი 25 დიდი პრიზი მოიგო და 54-ჯერ შედგა პოდიუმზე.

ფორმულა 1-დან წასვლის შემდეგ მან საკუთარი ავიაკომპანია დააარსა, ბოლო წლებში კი მერსედესის გუნდის საპატიო პრეზიდენტი და მრჩეველი გახლდათ.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 4 ივნისი)

ka_GEGeorgian