მეორე ფრანგი

ოფიციალურად: საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ფრანგი ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს! ეს ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ახლახანს გაავრცელა.

მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ 43 წლის სპეციალისტმა საფრანგეთის 20 და 21წლამდელთა ნაკრები გუნდები ჩაიბარა, შემდეგ ბორდოს წვრთნიდა, 2017 წელს კი კარლო ანჩელოტის თანაშემწე გახლდათ მიუნხენის ბაიერნში.

კარიერის საუკეთესო წლები სანიოლმა სწორედ ბაიერნში გაატარა: 2000-07 წლებში 254ჯერ ითამაშა ბავარიულ კლუბში, 8 გოლი შეაგდო და 12 ტიტული მოიგო, მათ შორის ბუნდესლიგა 5ჯერ, ჩემპიონთა ლიგა და საკონტინენტთაშორისო თასი 2001 წელს.

საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ვილი სანიოლი ფიფას კონფედერაციათა თასის 2გზის გამარჯვებული გახდა 2001 და 2003 წლებში, 2006 წელს კი მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი.

საფრანგეთის მთავარ გუნდში მან 58ჯერ ითამაშა, მათ შორის ერთხელ თბილისში – 2006 წლის 2 სექტემბერს, ევრო 2008ის საკვალიფიკაციო შეხვედრაში. ის მატჩი საფრანგეთის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა – 0:3.

ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ ოფიციალურ შეხვედრას 25 მარტს გამართავს სტოკჰოლმში შვედეთთან, მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი ტურნირის ეგიდით.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 15 თებერვალი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian