მესამე ადგილი ტრიესტეში

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა იტალიის ქალაქ ტრიესტეში გამართული ოთხთა საერთაშორისო ტურნირი III ადგილზე დაასრულა.

იგორ კოკოშკოვის გუნდმა საწყის შეხვედრაში მასპინძელ იტალიასთან კარგად ითამაშა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში და გამარჯვებაც შეეძლო, თუმცა ვერ მოახერხა. დაძაბული და თვალსასეირო ბრძოლა იტალიელებმა 91:90 მოიგეს.

სამწუხაროდ, მომდევნო შეხვედრები ქართველმა კალათბურთელებმა აშკარად სუსტად ჩაატარეს: რუსეთთან ჩვენი გუნდი 69:81 დამარცხდა, უკანასკნელ ტურში კი მიჩიგანის კოლეჯს გაჭირვებით სძლია – 71:70. ტრიესტეს ოთხთა ტურნირით ჩვენმა გუნდმა მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა.

5 სექტემბერს ევრობასკეტ 2015 იწყება. საქართველოს ეროვნული ნაკრები C ჯგუფში იასპარეზებს ნიდერლანდების, საბერძნეთის, ხორვატიის, სლოვენიის და მაკედონიის გუნდებთან ერთად. ჯგუფის თამაშებს ხორვატიის დედაქალაქის, ზაგრების არენა ზაგრები უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრების კალენდარი ასეთია: 5 სექტემბერი – ნიდერლანდები; 6 სექტემბერი – სლოვენია; 8 სექტემბერი – საბერძნეთი; 9 სექტემბერი – მაკედონია; 10 სექტემბერი – ხორვატია.

II ეტაპზე ჯგუფის მოწინავე 4 ნაკრები იასპარეზებს.

28 აგვისტო, 2015. საერთაშორისო ტურნირი. იტალია, ტრიესტე. 1 500
იტალია 91:90 საქართველო
საქართველო: ჯეიკობ პულენი (21 ქულა), ზაზა ფაჩულია (13), გიორგი ცინცაძე (9), გიორგი შერმადინი (1), მანუჩარ მარკოიშვილი (19), ლევან ფაცაცია, ვიქტორ სანიკიძე (13), ბექა ბურჯანაძე (5), თორნიკე შენგელია (9)
მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი

29 აგვისტო, 2015. საერთაშორისო ტურნირი. იტალია, ტრიესტე. 500
რუსეთი 81:68 საქართველო
საქართველო: გიორგი ცინცაძე (6), მანუჩარ მარკოიშვილი (4), ვიქტორ სანიკიძე (9), ბექა ბურჯანაძე (9), ზაზა ფაჩულია (20), თორნიკე შენგელია (13), ჯეიკობ პულენი (6), ლევან ფაცაცია, გიორგი შერმადინი (2), დუდა სანაძე
მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი

30 აგვისტო, 2015. საერთაშორისო ტურნირი. იტალია, ტრიესტე. 500
მიჩიგანის კოლეჯი 70:71 საქართველო
საქართველო: გიორგი ცინცაძე (7), მანუჩარ მარკოიშვილი (12), ვიქტორ სანიკიძე (5), ბექა ბურჯანაძე (3), ზაზა ფაჩულია (12), თორნიკე შენგელია (18), ჯეიკობ პულენი (8), ლევან ფაცაცია, გიორგი შერმადინი (6), დუდა სანაძე
მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2015 წლის 31 აგვისტო)

ka_GEGeorgian