მესამედ: თვის მოთამაშე!
იტალიის სერია ა-ს მარტის რჩეული ხვიჩა კვარაცხელია გახდა! საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელმა ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი ჩემპიონატის თვის მოთამაშის ტიტული მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეორედ მოიგო, საერთო ჯამში კი მესამედ. ხვიჩა აგვისტოშიც საუკეთესო გახდა.
სერია ა თვის უძლიერეს ფეხბურთელს 2019-2020 წლების სეზონიდან ავლენს და მას შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია პირველია, რომელმაც:
ა: ზედიზედ მოიგო ეს ჯილდო!
ბ: სამჯერ მოიპოვა ასეთი აღიარება!
გ: სამივე ჯილდო ერთ სეზონში ჩაიბარა!
ეს ხვიჩას მეოთხე ინდივიდუალური პრიზია იტალიის ჩემპიონატში დებიუტის შემდეგ. თვის მოთამაშის მესამე ტიტულამდე ქართველი თავდამსხმელი ბერგამოს ატალანტას კარში გატანილი ბურთისთვის მარტის ულამაზესი გოლის ავტორადაც დაასახელეს. საერთო ჯამში ხვიჩას აქტივში კი სერია ა-ში 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.
სანაკრებო შესვენების შემდეგ სერია ა ამ შაბათ-კვირას განახლდება. ლიდერი ნაპოლი, რომელიც 19 ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ლაციოს, კვირა საღამოს უმასპინძლებს მეოთხეადგილოსან მილანს.
ლაშა გოდუაძე
2023 წლის 30 მარტი
ფოტო: sscnapoli.it