მილანში უნდა დავბრუნდე

მილანში იმიტომ უნდა დავბრუნდე, რომ სან სიროს მონახულება ვერ მოვახერხე.

კიდევ იმიტომ უნდა ვესტუმრო ამ მშვენიერ ქალაქს, რომ მთავარი ტაძარი მხოლოდ გარედან ვნახე – სარემონტო სამუშაოების გამო დუომოში ტურისტებს არ უშვებდნენ.

მესამე მიზეზი ისაა, რომ ტრამვაით ვერ ვისეირნე, არადა ეს ჩემი ერთ-ერთი ჰობია.

კიდევ რამდენიმე მიზეზი შემიძლია დავასახელო: მაგალითად ვერ ვნახე მილანის გული – ახალ უბანში ვცხოვრობდი და იქაც ვერ ვისეირნე წესიერად. ვიტორიო ემანუელეს გალერეაც მხოლოდ შემოვირბინე, კი არ დავათვალიერე. სხვა ღირსშესანიშნაობებზე არაფერს ვამბობ.

ერთი სიტყვით, იტალიაში მომდევნო სტუმრობისას მილანის გვერდის ავლა არ იქნება!

ახლა კი იმაზე, თუ რა ვნახე:

1 – იუვენტუსის ოფიციალური მაღაზია, ვიტორიო ემანუელეს გალერეასთან;

2 – მილანის ოფიციალური მაღაზია, იქვე.

3 – ფერარის ოფიციალური მაღაზია, მიმდებარედ.

საქმეა ეს?

ლაშა გოდუაძე
ჩემივე ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
მილანი, იტალია; 2019 წლის 1-7 ოქტომბერი

ka_GEGeorgian