მინსკი 2019: ეთერ ლიპარტელიანი ევროპის II თამაშებზე იჭიდავებს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ევროპის II თამაშებზე ეთერ ლიპარტელიანიც დაემატა! ის 57კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ცნობით, სპორტსმენთა რეალოკაციის შედეგად ლიპარტელიანი იმ ძიუდოისტთა შორის მოხვდა, რომლებიც ევროპის თამაშებზე გამოვლენ.

რეიტინგის მიხედვით ევროპის თამაშებზე ასპარეზობის უფლება საქართველოს ვაჟთა ნაკრების ყველა წევრმა მოიპოვა, ქალები კი თამაშებს მიღმა იყვნენ დარჩენილნი და მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდნენ ლიცენზიას, თუ რეიტინგში მათზე წინ მყოფი ძიუდოისტები რაიმე მიზეზით უარს იტყოდნენ თამაშებში მონაწილეობაზე.

სადღეისოდ საქართველოს ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის II თამაშებისთვის ასეთია:
60კგ – ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
66კგ – ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
73კგ – ლაშა შავდათუაშვილი
81კგ – ლუკა მაისურაძე
90კგ – ბექა ღვინიაშვილი
100კგ – ვარლამ ლიპარტელიანი
+100კგ – გურამ თუშიშვილი

ევროპის მეორე თამაშებს ბელარუსის დედაქალაქი მინსკი 21-30 ივნისს უმასპინძლებს, ძიუდოისტთა შეჯიბრება კი 22-25 ივნისს გაიმართება.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 17 მაისი)

ka_GEGeorgian