მინსკი 2019: ლუკა მაისურაძე ბრინჯაოს პრიზიორია!

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების დებიუტანტი ლუკა მაისურაძე ევროპის II თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია!

ახალგაზრდა ფალავანმა, რომელიც 81კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, III ადგილისთვის შეხვედრაში იტალიელ ანტონიო ესპოზიტოს სძლია და პირველივე დიდი ტურნირი პრიზიორთა შორის დაასრულა!

მაისურაძის ბრინჯაო ქართველი ძიუდოკების მე-5 მედალია მინსკში. გუშინ ლუხუმ ჩხვიმიანი ჩემპიონი გახდა, ამირან პაპინაშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა და ბაგრატ ნინიაშვილმა კი III ადგილი დაიკავეს.

ძიუდოისტები ევროპის II თამაშებზე გამოსვლას ხვალ დაასრულებენ. ჩიჟოვკის სპორტის სასახლეში ჩემპიონობისთვის საქართველოს ნაკრების ლიდერები იბრძოლებენ: ბექა ღვინიაშვილი (90კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (100კგ) და გურამ თუშიშვილი (+100კგ).

ლაშა გოდუაძე მინსკიდან (www.adjarasport.com; 2019 წლის 23 ივნისი)

ka_GEGeorgian