მინსკი 2019: ვარლამ ლიპარტელიანი კვლავ ვიცე-ჩემპიონია

ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი ევროპის II თამაშების ვიცე-ჩემპიონია. 100კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველი ფალავანი რუს ავრამ ადამიანთან დამარცხდა.

ლიპარტელიანმა ევროპის თამაშებზე მე-2 მედალი მოიგო. ის ბაქოშიც ვერცხლს დაეუფლა, ევროპის ჩემპიონატებზე კი ეს მისი მე-9 მედალია: 2012, 2014 და 2016 წლებში ჩემპიონი გახდა, 2009, 2010, 2013, 2015 და წელს ვერცხლი აიღო, 2011 წელს კი მესამე იყო.

მცირე ხანში ევროპის II თამაშების ფინალში კიდევ ერთი ქართველი იჭიდავებს: მძიმეწონოსანთა შორის ოქროს მედლის მოგებას შეეცდება მსოფლიოს ჩემპიონი გურამ თუშიშვილი, ვინც რუს ინალ ტასოევს დაეჭიდება.

ლაშა გოდუაძე მინსკიდან (www.adjarasport.com; 2019 წლის 24 ივნისი)

ka_GEGeorgian