მინსკი 2019: ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა დადგინდა

21-30 ივნისს მინსკი ევროპის II თამაშებს უმასპინძლებს. კონტინენტის თამაშებზე ძიუდოისტთა შორის გამარჯვებულები 22-25 ივნისს გამოვლინდებიან. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ცნობით, ბელარუსის დედაქალაქში ვაჟთა ნაკრები ამ შემადგენლობით გაემგზავრება:

60კგ: ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
66კგ: ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
73კგ: ლაშა შავდათუაშვილი
81კგ: ლუკა მაისურაძე
90კგ: ბექა ღვინიაშვილი
100კგ: ვარლამ ლიპარტელიანი
+100კგ: გურამ თუშიშვილი

შეგახსენებთ, რომ ევროპის I თამაშებს 2015 წლის ივნისში აზერბაიჯანის დედაქალაქმა ბაქომ უმასპინძლა. ძიუდოისტთა ასპარეზობა ჰეიდარ ალიევის სახელობის საჭიდაო დარბაზში 25-28 ივნისს გაიმართა და ევროპის ჩემპიონატის სტატუსსაც ატარებდა – პრიზიორებმა ევროპის თამაშების მედლებთან ერთად კონტინენტის პირველობის მედლებიც მიიღეს.

ქართველმა ფალავნებმა ბაქო 2015 6 მედლით დაასრულეს: ავთანდილ ჭრიკიშვილი (81კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100კგ) ჩემპიონები გახდნენ, ნუგზარ ტატალაშვილი (73კგ) და ვარლამ ლიპარტელიანი (90კგ) ფინალში დამარცხდნენ, ამირან პაპინაშვილმა (60კგ) კი ბრინჯაო მოიპოვა. ამას გარდა, საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველობის ფინალში იასპარეზა და ვერცხლს დაეუფლა.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ცნობით, გოგონებმა მინსკი 2019-ის საგზური ამ ეტაპზე ვერ მოიპოვეს. იმ შემთხვევაში თუ რეიტინგში წინ მდგომმა რომელიმემ ბელარუსში გამგზავრება ვერ მოახერხა, ქართველმა გოგონებმა, შესაძლოა, მინსკში ასპარეზობა შეძლონ.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 20 აპრილი)

ka_GEGeorgian