მონტენეგრო: ვუჩინიჩი საუკეთესოა

ტურინის იუვენტუსის შემტევი ნახევარმცველი მირკო ვუჩინიჩი მონტენეგროს საუკეთესო ფეხბურთელად ბოლო 7 წელიწადში მეექვსედ აღიარეს! 29 წლის მოთამაშე გასულ სეზონში იუვენტუსის ერთ-ერთი ლიდერი იყო, კლუბმა კი სერია ა დაუმარცხებლად მოიგო.

„ბედნიერი ვარ! ვთვლი, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვთამაშობ და მიხარია, რომ სამშობლოში ჩემი წარმატებები ხალხს ახარებს. ვიმედოვნებ, კარიერის დასრულებამდე ამ ჯილდოს კიდევ მოვიგებ,“ – განაცხადა გამარჯვებულმა.

ვუჩინიჩი ტურინის იუვენტუსs 2011 წლის ზაფხულში შეუერთდა რომიდან. იტალიის ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა მის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადა, ფეხბურთელს კი 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა სეზონში 3,5 მილიონი ევროს ანაზღაურებით.

სადებიუტო წელს მირკომ სერია ა და იტალიის სუპერთასი მოიგო, 2011-12 წლების სეზონში კი საერთო ჯამში 35 ოფიციალურ მატჩში 10 გოლი გაიტანა.

პლიევლიას რუდარის გარემარბი ბლაჟო იგუმანოვიჩი მონტენეგროს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, მეორე დივიზიონის ჩელიკის თავკაცი სლავოლიუბ ბუბანია კი უძლიერეს მწვრთნელად.

მონტენეგროს საუკეთესო ფეხბურთელები
2012 – მირკო ვუჩინიჩი (ტურინის იუვენტუსი, იტალია)
2011 – მირკო ვუჩინიჩი (ტურინის იუვენტუსი, იტალია)
2010 – მირკო ვუჩინიჩი (რომა, იტალია)
2009 – სტევან იოვეტიჩი (ფლორენციის ფიორენტინა, იტალია)
2008 – მირკო ვუჩინიჩი (რომა, იტალია)
2007 – მირკო ვუჩინიჩი (რომა, იტალია)
2006 – მირკო ვუჩინიჩი (რომა, იტალია)

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2012 წლის 25 დეკემბერი)

ka_GEGeorgian