მშრალი ხიდის მარგალიტები
ამ ქალაქში არის ადგილები, რომელიც გამორჩეულად მიყვარს. მშრალი ხიდიც ასეთია – მტკვრის პირას რომ საფეხბურთო სიყვარულობები აღმომიჩენია, რა ვიცი რა ვუწოდო იმ ყველაფერს!
დღესაც გავისეირნე და ეს ორი მშვენიერება ვიპოვე და შევიძინე.
პირველი მექსიკის 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის თილისმის, ხუანიტოს სამკერდე ნიშანია, ორიგინალ შეფუთვაში. და ვისი ოჯახიდანაა თუ იცით? სლავა მეტრეველის! საიდან და როგორ აღმოჩნდა ის მშრალ ხიდზე, ცალკე ამბავია…
ხოლო მეორე ესპანური და კონკრეტულად ბასკური ფეხბურთის ლეგენდის, ბილბაოს ატლეტიკის ყველა დროის ნომერ პირველი მეკარის ხოსე ანხელ ირიბარის ფოტოა ბასკური წარწერით.
ერთი შეხედვით ირიბარის ავტოგრაფი ჩემთვის არ უნდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი, მაგრამ საქმე ისაა, რომ 2017ის შემოდგომით, როცა თბილისის დინამოს საერთაშორისო მატჩების შესახებ გამოცემული ჩემი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა ესპანეთში, ბილბაოსა და ეიბარში, იმ შეხვედრებს ბატონი ირიბარიც დაესწრო.
ლაშა გოდუაძე (2020 წლის 18 ოქტომბერი)