მსოფლიო თასის საინტერესო ამბები: ბრაზილია 1958
1958 წლის 29 ივნისს, სტოკჰოლმში გამართული ფინალი პირველია, რომელშიც ორი კონტინენტის გუნდი დაუპირისპირდა ერთმანეთს, ტურნირის მასპინძელი შვედეთი და ბრაზილია.
მანამდე გამართულ გადამწყვეტ მატჩებში ერთი კონტინენტის გუნდები ასპარეზობდნენ: 1930 – ურუგვაი Vs არგენტინა; 1934 – იტალია Vs ჩეხოსლოვაკია; 1938 – იტალია Vs უნგრეთი; 1950 – ურუგვაი Vs ბრაზილია; 1954 – გფრ Vs უნგრეთი.
შვედეთმა და ბრაზილიამ მთელი ტურნირის მანძილზე მხოლოდ ყვითელი მაისურებით ითამაშეს და არცერთს სურდა ფინალში ფორმის გამოცვლა. წილისყრის შემდეგ ბრაზილიელებს დაეკისრათ ახალი მაისურების მოძიება. გუნდს სხვა ფორმა არ ჰქონდა და სელესაოს მასაჟისტებმა ამერიკომ და ასიზმა სტოკჰოლმის ერთ-ერთ მაღაზიაში შეიძინეს ლურჯი მაისურები, შემდეგ კი მასზე კონფედერაციის ემბლემები და ნომრები გადააკერეს.
ბრაზილიამ 5:2 გაიმარჯვა. ვისენტე ფეოლას გუნდი გახდა პირველი, რომელმაც სამბურთიანი სხვაობით მოიგო ფინალი და პირველი, რომელმაც სხვა კონტინენტზე მოიპოვა მთავარი საფეხბურთო ჯილდო. ბრაზილია 1958 დღემდე ერთადერთი ნაკრებია, რომელმაც ევროპაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო…
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 6 აპრილი
ფოტო: Pinterest
