მსოფლიო თასის საინტერესო ამბები: მარჩელო ლიპი
დღეს ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მწვრთნელის, მარჩელო ლიპის დაბადების დღეა. იტალიის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი 78 წლის გახდა.
2006 წლის 9 ივლისს მისმა გაწვრთნილმა სკუადრა აძურამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში პენალტების სერიაში დაამარცხა საფრანგეთი და მეოთხედ მოიგო ფიფას ოქროს თასი, მარჩელო ლიპი კი ფეხბურთის ისტორიაში პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონთა თასი/ლიგა და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
ის ასევე პირველი მწვრთნელი შეიქნა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის წოდება საკლუბო და ნაკარებო დონეზე მოიპოვა. ბერლინში ტრიუმფამდე ათი წლით ადრე, 1996 წლის მიწურულს, მისმა მომზადებულმა იუვენტუსმა საკონტინენტთაშორისო თასი მოიპოვა.
მარჩელო ლიპის ეს მიღწევა ერთადერთმა კაცმა გაიმეორა, ვისენტე დელ ბოსკემ, რომელმაც მადრიდის რეალში წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ ესპანეთის ნაკრებთან ერთად მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი.
2012 წელს ლიპიმ ჩინეთის გიანჟოუ ევერგრანდი ჩაიბარა და ერთი წლის თავზე აზიის ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. ამ მხრივ კი ის ნამდვილად ერთადერთია: ევროპის და აზიის ნომერ პირველი საკლუბო ტურნირები სხვა მწვრთნელს არ მოუგია.
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 11 აპრილი
ფოტო: იტალიის ფეხბურთის ფედერაცია
