მსოფლიოზე 10 ათლეტით

2020 წლის ოლიმპიური თამაშების დედაქალაქი ტოკიო ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის (25-31 აგვისტო) ემზადება, რაც მომავალი ოლიმპიური თამაშების გენერალური რეპეტიციაც ექნება.

წინასწარი მონაცემებით ტოკიოში 149 ქვეყნის 863 ძიუდოისტს (342 ქალი, 521 კაცი) ელოდებიან. მათ შორისაა საქართველოს ნაკრებიც, რომელიც შვიდივე წონაში 9 ძიუდოისტით წარსდგება, ქალთა ნაკრებში კი მხოლოდ ერთი წარმომადგენელი იქნება.

ცნობილი გახდა, რომ ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატზე არ ჩავა ჩრდილოეთი კორეა. იაპონიასა და ჩრდილოეთ კორეას დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვთ, მაგრამ ჩრდილოეთკორეელი სპორტსმენებისთვის იაპონიის ტერიტორიაზე შესასვლელად გამონაკლის უშვებენ ხოლმე. გარდა ამისა ირკვევა, რომ ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია არ დაესწრება 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მისიის ხელმძღვანელთა (Chef de Mission) სემინარს, რომელსაც 20-22 აგვისტოს ტოკიო მასპინძლობს.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
60კგამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
66კგვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
73კგლაშა შავდათუაშვილი
81კგლუკა მაისურაძე
90კგბექა ღვინიაშვილი
100კგვარლამ ლიპარტელიანი
+100კგგურამ თუშიშვილი
გოგონები, 52კგტატიანა ლევიცკა-შუკვანი

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 20 აგვისტო)

ka_GEGeorgian