მიკოლა პირველია, მეორე და მესამე
საქართველოს XXXII ეროვნული ჩემპიონატი გუშინ დასრულდა: დინამო თბილისმა შარშან მოგებული ტიტული შეინარჩუნა, ბათუმის დინამო კვლავ II ადგილზე გავიდა, გორის დილამ კი 4წლიანი შესვენების შემდეგ III ადგილი დაიკავა.
გორელთა წარმატება უკრაინელი თავდამსხმელის მიკოლა კოვტალიუკის დამსახურებაცაა, რომელმაც კოვიდ 19ის გამო შეკვეცილი ეროვნული ლიგის 16 თამაშში 10 გოლი გაიტანა და… ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
კოვტალიუკი პირველი უკრაინელი და მე3 უცხოელია, რომელმაც საუკეთესო გოლეადორის წოდება მოიპოვა:
2009-10 წლების სეზონში რუსთავის მეტალურგის ბრაზილიელმა შემტევმა ანდერსონ აკინომ გაიტანა ყველაზე მეტი ბურთი (26), 2012-13 და 2013-14 წლების ჩემპიონატში კი დინამო თბილისის ესპანელმა ლიდერმა ჩისკო მუნიოსმა – შესაბამისად 24 და 19. ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენებთ, რომ დინამო თბილისმა ბოლო 2 საჩემპიონო ტიტული სწორედ ჩისკოს ხელმძღვანელობით მოიგო.
მიკოლა კოვტალიუკის ბომბარდირობა კიდევ 2 ფაქტის გამოა აღსანიშნავი:
პირველი – ის მხოლოდ 10 გოლით გახდა პირველი და ეს საქართველოს ჩემპიონატების ბომბარდირთა შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია!
აქამდე ასეთი ბუდუ ზივზივაძის (სამტრედია) 11 გოლი იყო 2016 წლის გარდამავალ ჩემპიონატში.
მეორე – კოვტალიუკი დილას მეორე წევრია, ვინც ბომბარდირი გახდა. 2014-15 წლების სეზონში ყველაზე მეტი გოლი – 16, ირაკლი მოდებაძემ გაიტანა.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირები
2020 მიკოლა კოვტალიუკი (გორის დილა; უკრაინა) – 10
2019 ლევან კუტალია (თბილისის დინამო) – 20
2018 გიორგი გაბედავა (საჩხერის ჩიხურა) და ბუდუ ზივზივაძე (თბილისის დინამო) – 22
2017 ირაკლი სიხარულიძე (თბილისის ლოკომოტივი) – 25
2016 ბუდუ ზივზივაძე (სამტრედია) – 11
2015-16 გიორგი ქვილითაია (თბილისის დინამო) – 24
2014-15 ირაკლი მოდებაძე (გორის დილა) – 16
2013-14 ჩისკო მუნიოსი (თბილისის დინამო; ესპანეთი) – 19
2012-13 ჩისკო მუნიოსი (თბილისის დინამო; ესპანეთი) – 24
2011-12 ჯაბა დვალი (ზესტაფონი) – 20
2010-11 ნიკოლოზ გელაშვილი (ზესტაფონი) – 18
2009-10 ანდერსონ აკინო (რუსთავის მეტალურგი; ბრაზილია) – 26
2008-09 ნიკოლოზ გელაშვილი (ზესტაფონი) – 20
2007-08 მიხეილ ხუციშვილი (თბილისის დინამო) – 18
2006-07 სანდრო იაშვილი (თბილისის დინამო) – 27
2005-06 ჯაბა დვალი (თბილისის დინამო) – 21
2004-05 ლევან მელქაძე (თბილისის დინამო) – 27
2003-04 სულიკო დავითაშვილი (ქუთაისის ტორპედო) – 20
2002-03 ზურაბ იონანიძე (ქუთაისის ტორპედო) – 26
2001-02 სულიკო დავითაშვილი (თბილისის ლოკომოტივი / მერანი 91) – 18
2000-01 ზაზა ზირაქიშვილი (თბილისის დინამო) – 21
1999-00 ზურაბ იონანიძე (ქუთაისის ტორპედო) – 24
1998-99 მიხეილ აშვეთია (თბილისის დინამო) – 26
1997-98 ლევან ხომერიკი (თბილისის დინამო) – 23
1996-97 გიორგი დემეტრაძე (თბილისის დინამო) და დავით უჯმაჯურიძე (ბათუმის დინამო) – 26
1995-96 ზვიად ენდელაძე (ზესტაფონის მარგვეთი) – 40
1994-95 გიორგი დარასელია (ფოთის კოლხეთი 1913) – 26
1993-94 მერაბ მეგრელაძე (ზესტაფონის მარგვეთი) – 31
1992-93 მერაბ მეგრელაძე (წყალტუბოს სამგურალი) – 41
1991-92 ოთარ კორღალიძე (ლანჩხუთის გურია) – 40
1991 ოთარ კორღალიძე (ლანჩხუთის გურია) – 14
1990 გია გურული (თბილისის იბერია) და მამუკა ფანცულაია (რუსთავის გორდა) – 23
ლაშა გოდუაძე (2020 წლის 11 დეკემბერი)
ფოტო: eliga.ge