NBA: დაბადების დღე და 25 წარმოუდგენელი მიღწეევა

1891 წლის 21 დეკემბერს, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ სპრინგფილდში ჯეიმს ნეისმიტმა ჩვიდმეტ მეგობართან ერთად ბურთით ითამაშა. წესები ნეისმიტმა დაადგინა, მის მოგონილ ასპარეზობას კი, მთავარი წესიდან გამომდინარე, კალათბურთი ეწოდა.

ამ ულამაზესი თამაშის ისტორიაც იმ დღიდან იღებს სათავეს, ნეისმიტს კი კალათბურთის მესაძირკვლედ მიიჩნევენ. კანადელ-ამერიკელი ლექტორი იმხანად კანზასის უნივერსიტეტის ლექტორი და ფიზკულტურის მწვრთნელი გახლდათ.

XIX საუკუნის მიწურულს ვერც ნეტარხსენებული ნეისმიტი და მით უმეტეს, ვერც მისი მეგობრები წარმოიდგენდნენ, რომ კალათბურთი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა გახდებოდა, მილიონების გულებს მოიგებდა, წლების შემდეგ დაარსებული ამერიკის ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია კი ზღაპრულ ლიგად იქცეოდა.

ევროპული (და ზოგადად, არაამერიკული) კალათბურთისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, უნდა ვაღიაროთ, რომ NBA სხვა განზომილებაა! თუ არ გჯერათ, სცადეთ და ჯერ ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირს – ევროლიგას ჩაუჯექით, მერე კი NBA-ის რეგულარული სეზონის რიგით მატჩზე გადართეთ და მიხვდებით რასაც ვგულისხმობთ.

ამერიკა მთავარი საკალათბურთო ქვეყანაა და ასე იქნება კიდევ ძალიან, ძალიან, ძალიან დიდხანს. ვფიქრობთ, სპორტის არცერთ სხვა სახეობაში არაა ერთი ქვეყანა ისეთი შთამბეჭდავი, როგორც ამერიკა კალათბურთში.

ამიტომაც, კალათბურთის დაბადების დღეს NBA-ის ისტორიიდან 25 წარმოუდგენელი მიღწევით მოგილოცავთ:

11.2 – მეჯიქ ჯონსონის მიერ შესრულებული შედეგიანი გადაცემების საშუალო კარიერული მაჩვენებელი რეგულარულში.

14.54 – 1989-90 წლების სეზონში ჯონ სტოკტონის შედეგიანი გადაცემების საშუალო მაჩვენებელი.

17 – ბოსტონ სელტიქსი NBA-ის რეკორდსმენია საჩემპიონო ტიტულებით. მეორე ადგილზე ლოს ანჯელეს ლეიკერსია 16 ტრიუმფით.

27.2 – 1960-61 წლების სეზონში უილტონ ჩემბერლენის მოხსნების საშუალო მაჩვენებელი.

30.12 – მაიკლ ჯორდანის საშუალო კარიერული შედეგიანობა რეგულარულ სეზონის მატჩებში.

32 – იმ მატჩების რაოდენობა, რომელშიც უილტონ ჩემბერლენმა 60-ქულიანი ზღვარი გადალახა.

45 – იმ მატჩების რაოდენობა, რომელშიც ჩემბერლენმა 50-ქულიანი ზღვარი გადალახა!

50.36 – ჩემბერლენის საშუალო შედეგიანობა 1961-62 წლების სეზონში.

55 – უილტონ ჩემბერლენის (ფილადელფია უორიორზი) მიერ 1960 წლის 24 ნოემბერს, ბოსტონ სელტიქსთან მატჩში მოხსნების რაოდენობა.

271 – იმ მატჩების რაოდენობა, რომელშიც ჩემბერლენმა 40-ქულიანი ზღვარი გადალახა.

358 – ჩემბერლენს ამდენი მატჩი დასჭირდა 15 ათასი ქულის დასაგროვებლად.

499 – უილტ ჩემბერლენს ამდენი მატჩი დასჭირდა 20 ათასი ქულის დასაგროვებლად.

562 – იმ მატჩების რაოდენობა, რომელშიც მაიკლ ჯორდანმა 30-ქულიანი ზღვარი გადალახა.

691 – ჩემბერლენს ამდენი მატჩი დასჭირდა 25 ათასი ქულის დასაგროვებლად.

904 – 2007 წლის 6 იანვრიდან დაწყებული ლებრონ ჯეიმსის სერია გრძელდება – მატჩში მინიმუმ 10 ქულა.

941 – ჩემბერლენს ამდენი მატჩი დასჭირდა 30 ათასი ქულის დასაგროვებლად.

1 134 – იმ მატჩების რაოდენობა, რომელშიც კარლ მელოუნმა (იუტა ჯაზი) 20-ქულიანი ზღვარი გადალახა.

1 192 – ეი სი გრინის მიერ რეგულარულში ზედიზედ ჩატარებული მატჩების რაოდენობა.

1 509 – იმ მატჩების რაოდენობა, რომელშიც ქარიმ აბდულ ჯაბარმა 10-ქულიანი ზღვარი გადალახა.

1 611 – ამდენჯერ ითამაშა რეგულარულ სეზონში რობერტ პერიშმა.

2 973 – რეი ალენის მიერ ჩაგდებული 3-ქულიანების რაოდენობა.

4 029 – 1961-62 წლის სეზონში უილტ ჩემბერლენმა ამდენი ჩააგდო, რაც რეკორდია!

15 806 – ჯონ სტოკტონის შედეგიანი გადაცემები.

23 924 – უილტ ჩემბერლენის მოხსნები.

38 387 – ქარიბ აბდულ ჯაბარის ქულები.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2018 წლის 21 დეკემბერი)

ka_GEGeorgian